ახალი ამბები
"უნდა გავიდეთ ქუჩაში არჩევნებამდე, 9 ბალიანი მიწისძვრა მოვუწყოთ საკაცობრიო მარაზმს სოლოლაკში რომ ზის" - ნათელაშვილი
"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი ოპოზიციას მოუწოდებს, გააერთიანონ ფინანსური რესურსი და ხალხს ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდოს. ნათელაშვილის თქმით, აუცილებელია, ივანიშვილის ხელისუფლებაზე შეტევა არჩევნებამდე დაიწყოს და ეროვნული მოძრაობის მაგალითი განმერდეს. მისი განცხადებით, ქვეყანაში არ არსებობს ისეთი პოლიტიკური რეალობა, რომელიც ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლას განაპირობებს.
თუ დღევანდელმა ოპოზიციურმა ძალებმა, ვისაც ამაზე აქვს პრეტენზია, არ დავამთავრეთ ივანიშვილის რეჟიმი, მჩაგვრელი, ბოროტული, ცრუ, გამაღატაკებელი, ჩვენ ვერცერთი ვერ მოვხვდებით სამოთხეში და სად მოვხვდებით, ეშმაკმა იცის და მე მგონი, ჯოჯოხეთი აქ გვექნება და გვაქვს უკვე. უნდა ვთქვათ, რომ ივანიშვილმა სახელმწიფო იყიდა, თავის ამომრჩევლებიანად, ინსტიტუტებიანად. 3% მოსახლეობისა ითვისებს ხალხის ქონებას და ლუკმას.

"არჩევნებამდე უნდა მოხდეს ისეთი მიწისძვრა ივანიშვილის ფეხქვეშ, რომ მისგან არაფერი დარჩეს. პირველ რიგში, გამოსვლა ქუჩაში, საპროტესტო აქციები. 10 ათასი კაცი ივანიშვილის რეჟიმს დაასრულებს 10 დღეში" - განაცხადა "არჩევანში" საუბრისას ნათელაშვილმა.

მისი თქმით, ოპოზიცია შეცდომებს უშვებს და ვერ ახერხებს ხმების დაცვას. რაც შეეხება კითხვას, გაერთიანდება თუ არა ის ოპოზიციასთან, თუკი ისინი არ შეიცვლიან აზრს და ხელისუფლების შეცვლის ერთადერთ გზად კვლავ არჩევნებს ჩათვლიან, ნათელაშვილი პირდაპირ არ პასუხობს და ამბობს, რომ არსებული საარჩევნო კოდექსით, მხოლოდ ისეთი ხელისუფლება შეიძლება მოვიდეს, როგორიც ახლა ჰყავს ქვეყანას.

"ჩვენ უნდა გავიდეთ ქუჩაში არჩევნებამდე რაც შეიძლება ადრე, შევაზანზაროთ, 9 ბალიანი მიწისძვრა მოვუწყოთ ამ საკაცობრიო მარაზმს სოლოლაკში რომ ზის, დაგვცინის, გვიყიდის სამშობლოს და გვართმევს ლუკმა-პურს," - ამბობს ნათელაშვილი.
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
16.09.2019

"რა განსხვავებაა ივანიშვილსა და ხაზარაძეს შორის? ორივესთვის ეს ქვეყანა ქარვასლაა"

,,ოლიგარქებს კანონით უნდა აეკრძალოთ პოლიტიკაში ყოფნა"

,,ანაკლიის პროექტი ივანიშვილმა ორივემ ჩააგდეს, ვერ გაიყვეს"

შალვა ნატელაშვილი, ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე:

_ რასმუსენის განცხადებასთან დაკავშირებით, ნატოში შესვლის თაობაზე,
მინდა კიდევ ერთხელ განვაცხადო, რომ ამ ეტაპზე,
16.09.2019

შალვა ნატელაშვილი, ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე:

_ რასმუსენის განცხადებასთან დაკავშირებით, ნატოში შესვლის თაობაზე, მინდა კიდევ ერთხელ განვაცხადო, რომ ამ ეტაპზე,

ვიდეოები