ახალი ამბები
"ვერ ელეოდნენ ივანიშვილი და მისი წიწილები _ ბახტაძე და საგანელიძე ამ თაღლით კომპანიას"
,,ამ ბარბაროსთა შემოსვლის დღიდან პარტია ვიბრძოდით, რომ ეს თაღლითი,მოძალადე კომპანია გათრეულიყო საქართველოდან, მაგრამ იმდენ მილიონებს აკეთებდნენ მათი დახმარებით ივანიშვილი, აგრეთვე მისი წიწილები ბახტაძე და საგანელიძე რას შეელეოდნენ ასე იოლად. ამ ორგანიზაციის სინდისზეა ქვიშხეთის იავარქმნა, ხარაგაულის უნიკალური ბუნების განადგურება, მდინარეების ნაშალი ქანებით დაგუბება, რომლებსაც კრიტიკულ დროს შეუძლიათ წალეკონ მთელი კოლხეთის დაბლობი, მიწისქვეშა აფეთქებებით სოფლების განადგურება, ძალადობა ადგილობრივ მოსახლეობაზე და რაც მთავარია ჩამოსაქცევად გამზადებული გვირაბების მშენებლობა, რომლებიც როდის მიიმარხანვენ მატარებლებს არავინ იცის. ახლა მაინც დაუყოვნებლივ დატოვოს ამ ჩინგიზ-ხანის ურდომ საქართველო და აანაზღაუროს მიყენებული გრანდიოზული ზარალი."_ ასე გამოეპასუხა შალვა ნათელაშვილი მსოფლიო ბანკის მერ საქართველოს მთავრობის კონტრაქტორ კომპანიის_ ჩინეთის სარკინიგზო კორპორაციისთვის საქმიანობის აკრძალვას
| ბეჭდვა |