ახალი ამბები
საქართველოში მოქმედ ყველა მსხვილ ბიზნესმენს


ქვეყანამ იცის რა გულქვები და არამეცენატეები ხართ!
საქართველოს დაქცევა სწორედ თქვენი საბანკო ანგარიშების დამსახურებაა, რა თქმა უნდა ლეიბორისტულ პარტიაზე დაფინანსებას არ გთხოვთ, თქვენ მხოლოდ ივანიშვილის კრიმინალიტეტს აფინანსებთ, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ოდესმე მაინც ლიტერატურა გიყვარდათ.
როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა, გაზეთი „ლიტერატურული საქართველო“ ფინანსურ კრიზისშია და დახურვის პირასაა. მოგეხსენებათ, ეს გაზეთი ბოლო ათეული წელია ქვეყანაში ქმნის ლიტერატურულ ამინდს, იქნებ შეგაწუხოთ სინდისმა და დაეხმაროთ აღნიშნულ ჰოლდგინგს, რომლის დირექტორია ქალბატონი დოდო წივწივაძე. (ტელ 599 920091).
არ დაგავიწყდეთ ამ წერილის თაობაზე, ტრადიციულად აცნობოთ წერა-კითხის უცოდინარ, ნიცშეს მიმდევარ თქვენს ბელადს და ასევე, უშიშროების ხისთავა გომელაურის სამსახურს.
ვაი თქვენს პატრონს და ჩვენსასაც თქვენთან ერთად.
პატივისცემით,
შალვა ნათელაშვილი
ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე
| ბეჭდვა |