ახალი ამბები
თემირლანის მკვლელობა არის ქართველი ხალხის და მთლიანად, კავკასიის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული

თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის გამოსაძიებელი საპარლმენტო კომისიის შექმნაზე მოთხოვნას ლეიბორისტებმაც მოაწერეს ხელი

,,მოვედით შვილმკვდარ მამასთან კიდევ ერთხელ, სამძიმრის გამოსაცხადებლად და თანადგომისთვის. ჩადენილია უდიდესი დანაშაული ქართველი ხალხისა და მთლიანად კავკასიის წინააღმდეგ. მოკლულია უდანაშაულო ახალგაზრდა ძილში, საკუთარ საწოლში. არცერთ ხელისუფლებას არ ექნება არსებობის საფუძველი, სანამ აღნიშნული საქმე არ იქნება სრულად გამოძიებული და დამნაშავეები დასჯილი და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს დღე დადგეს.“ _ განაცხადა შალვა ნათელაშვილმა
| ბეჭდვა |