ახალი ამბები
ლეიბორისტებმა პარლამენტის წინ პუტინის და ახალი ორჯონიკიძის _ ივანიშვილის სურათები დაწვეს
საქართველოს პარლამენტის შენობის წინ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ფოტოები დაწვეს.

პარლამენტთან, სადაც დღეს მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე გენერალური სესიასთან დაკავშირებით დაპირისპირება მოხდა, აქტივისტები პუტინის ფოტოებით მივიდნენ და ფოტოებს ცეცხლი წაუკიდეს. ამ ფორმით აქტივისტებმა მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე სესიაში რუსი დეპუტატების, მათ შორის ასამბლეის პრეზიდენტის, რუსეთის დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის მონაწილეობა გააპროტესტეს.

თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე გენერალური სესია მიმდინარეობდა, სესია, რომელიც გუშინ სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში გაიხსნა, დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში გაგრძელდა. პარლამენტის სპიკერისთვის განკუთვნილი ადგილიდან, დელეგატებს ასამბლეის პრეზიდენტმა, რუსეთის დუმის დეპუტატმა, კომუნისტური პარტიის წევრმა, სერგეი გავრილოვმა მიმართა, რომელიც სხდომას უძღვებოდა. აღნიშნული ფაქტი „ევროპული საქართველოს“ წევრებმა გააპროტესტეს. ისინი შესვენების დროს სხდომათა დარბაზში პლაკატებითა და შეძახილებით შევიდნენ, მოგვიანებით მათ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებიც შეუერთდნენ. დარბაზში დაპირისპირება და ხმაური იყო.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ სერგეი გავრილოვი შეუთანხმებლად აღმოჩნდა პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში. მისი თქმით, ასამბლეის სხდომა საქართველოს პარლამენტში ვეღარ გაგრძელდება.

სხდომა საქართველოს პარლამენტში შეწყდა და სესიის დელეგატებმა პარლამენტი დატოვეს.

წყარო: https://2020news.ge
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
13.11.2019

"ოლიგარქი უახლოეს გარემოცვასთან იხილავს პარტიულ-პროპორციული მოდელის დაბლოკვის პერსპექტივას."

შალვა ნათელაშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი აპირებს პარტიულ-პროპორციული სისტემის პარლამენტში დაბლოკვას და ამ მიზმით მას უკვე ჰქონდა კონსულტაციები უახლოეს გარემოცვასთან.

ივანიშვილისთვის ჩამორთმეული, ჩვენგან მოპარული მილიონებით შევქმნით
განათლების ფონდს
13.11.2019

ივანიშვილისთვის ჩამორთმეული, ჩვენგან მოპარული მილიონებით შევქმნით განათლების ფონდს

ივანიშვილისთვის ჩამორთმეული, ჩვენგან მოპარული მილიონებით შევქმნით
განათლების ფონდს
13.11.2019

ივანიშვილისთვის ჩამორთმეული, ჩვენგან მოპარული მილიონებით შევქმნით განათლების ფონდს
ვიდეოები