ახალი ამბები
,,ბრძოლა უნდა გაგრძელდეს და ქართულ პოლიტიკაში ამათი არსებობაც უნდა დამთავრდეს!“ - ნათელაშვილი


შალვა ნათელაშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილი იძულებულია ბარტყების გადმოყრა დაიწყოს, მაგრამ ისე, რომ მომავალ პარალმენტშიც შეინარჩუნოს საკონტროლო პაკეტი.


,,20 ივნისის ღამეს ქართველმა ხალხმა საბოლაო განაჩენი გამოუტანა ივანიშვილის ოლიგარქიულ რეჟიმს. შედეგად მან დაიწყო ბარტყების გადმოყრა და პროპორციულ არჩევნებზე განაცხადა თანხმობა, რასაც ჩვენ რამდენიმე ათეული წელია ვითხოვთ, მაგრამ სანამ არ გადაგება ჩვენი ახალგაზრდების თვალების დამთხრელი გახარია, სანამ არჩევნები არ გახდება სავალდებულო, არ გაუქმდება ცენტრალური საარჩევნო კომისია, არ დადგინდება კონსტიტუციური ბარიერი პარლამენტში მოსახვედრად, სახალხო წინააღმდეგობა არ შეწყდება და უფრო მწვავე ფორმებს მიიღებს. მინდა ეს კარგად იცოდეს რეჟიმის გაკოტრებულმა , მკვლელად გდაქცეულმა ხელმძღვანელმა, რომლის გვარი გახლავთ ივანიშვილი და რომლის მთლიანი სახე იხილა მსოფლიომ.
ეს ნაბიჯი, რა თქმა უნდა, იძულებითი იყო, ამას დასჭირდა ჩვენი ახალგაზრდობის სიცოცხლის გაწირვა, მაგრამ კვლავ გათვალა ძალაუფლებაში დარჩენის და საკონტროლო პაკეტის პერსპექტივაზე და ნულპროცენტიანი ბარიერი გამოგვიცხადა. ეს ნიშნავს, რომ პარლამენტს კი არა, დამფუძნებელ კრებას ვირჩევთ, ან 1992 წლის სიტუაციას, როცა სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ, ცალკეულ შეიარაღებულ ფორმირების ნარჩენები მასობრივად შემოიყვანეს პარალმენტში. ამ სატყუარას არავინ ჭამს.
ალბათ ეჭვი არავის გეპარებათ, რომ არჩევნებში სავალდებულო მონაწილეობის გარეშე კვლავ კოორდინატორები დაგვწერენ უბნებში საარჩევნო შედეგებს და იქ მიიყვანენ მილიარდელის მიერ ნაყიდ ამომრჩეველს და თუ ეს ცეესკო დარჩება როგორც მუდმივმომქმედი ორგანო, თავის თავმჯდომააიანად, ისინიც იმას დაწერენ, რასაც უკარნახებენ ჯერ-ჯერობით შემორჩენილ შუშის სასახლიდან.
არც იმაში გეპარებათ ეჭვი, რომ ეს ყაჩაღი ბანდიტი მაჟორიტარები და მათი კოლეგა ოლიგარქები, უახლოეს ხანში დაარეგისტრირებენ პოლიტიკურ პარტიებს და პარლამენტში ისევ შემოვლენ, ამჯერად პარტიული სიით და პარლამენტში კვლავ გვეყოლებიან მაკრახიძეები, ოდიშარიები, ისკო დასენი და მთელი პრორუსული სპექტრი _ რაინდები, თავადები, აზნაურები და მივიღებთ არჩევნებისთანავე დასაშლელად მომზადებულ უმაღლეს საკანონდებლო ორგანოს, რომელიც იქნება მუდმივ სამთავრობო კრიზისში, მუდმივ ხელახალ არჩევნებში და ვერცერთი პარტია ვერ შეასრულებს ხალხისთვის მოცემულ დაპირებებს.
ანუ, ივანიშვილი გრძნობს, რომ ის დამთავრდა და პრინციპით: ქვა ქვაზე არ დარჩენილა ირჩევს მაოხრებელი გზირის ფუნქციას და გვთვაზობს მოდელს, რომელიც დასაწყისშივე ჩასაშლელადაა განწირული.“_ განაცხადა ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა სპეციალურ ბრიფინგზე და საზოგადოებას ბრძოლის გაგრძელებისკენ მოუწოდა: ,, ბრძოლა უნდა გაგრძელდეს და ქართულ პოლიტიკაში ამათი არსებობაც უნდა დამთავრდეს!“

 

FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები

დღეს, „ლეიბორისტული პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლაშა ჩხარტიშვილმა
„ჩორჩანას გადარჩენის“ თაობაზე „ანტისაოკუპაციო მოძრაობის“ მიერ
ორგანიზებულ განხილვაში მიიღო მონაწილეობა. მან მადლობა გადაუხადა
დავით ქაცარავას ოკუპაციის საწინააღმდეგო აქტიური ქმედებებისათვის და
ლეიბორისტული პარტიის სახელით მხარდაჭერა აღუთქვა.
ლაშა ჩხარტიშვილმა განაცხადა, რომ:
18.10.2019

დღეს, „ლეიბორისტული პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლაშა ჩხარტიშვილმა „ჩორჩანას გადარჩენის“ თაობაზე „ანტისაოკუპაციო მოძრაობის“ მიერ ორგანიზებულ განხილვაში მიიღო მონაწილეობა. მან მადლობა გადაუხადა დავით ქაცარავას ოკუპაციის საწინააღმდეგო აქტიური ქმედებებისათვის და ლეიბორისტული პარტიის სახელით მხარდაჭერა აღუთქვა.
ლაშა ჩხარტიშვილმა განაცხადა, რომ:

დღეს, „ლეიბორისტული პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლაშა ჩხარტიშვილმა
„ჩორჩანას გადარჩენის“ თაობაზე „ანტისაოკუპაციო მოძრაობის“ მიერ
ორგანიზებულ განხილვაში მიიღო მონაწილეობა. მან მადლობა გადაუხადა
დავით ქაცარავას ოკუპაციის საწინააღმდეგო აქტიური ქმედებებისათვის და
ლეიბორისტული პარტიის სახელით მხარდაჭერა აღუთქვა.
ლაშა ჩხარტიშვილმა განაცხადა, რომ:
18.10.2019

დღეს, „ლეიბორისტული პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლაშა ჩხარტიშვილმა „ჩორჩანას გადარჩენის“ თაობაზე „ანტისაოკუპაციო მოძრაობის“ მიერ ორგანიზებულ განხილვაში მიიღო მონაწილეობა. მან მადლობა გადაუხადა დავით ქაცარავას ოკუპაციის საწინააღმდეგო აქტიური ქმედებებისათვის და ლეიბორისტული პარტიის სახელით მხარდაჭერა აღუთქვა.
ლაშა ჩხარტიშვილმა განაცხადა, რომ:


ასეთ კომენტარს აკეთებს ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე შალვა
ნათელაშვილი თბილისის საკრებულოს დეპუტატსა და მის თანაშემწეს შორის
მომხდარ ფაქტსა და ატეხილ სკანდალზე:
18.10.2019


ასეთ კომენტარს აკეთებს ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი თბილისის საკრებულოს დეპუტატსა და მის თანაშემწეს შორის მომხდარ ფაქტსა და ატეხილ სკანდალზე:

,,მკვლელობების სერია გრძელდება, ეს უკვე მე_400-ე მსხვერპლია
ხელისუფლების დანაშაულებრივი ქმედებებით გამოწვეული.
18.10.2019

,,მკვლელობების სერია გრძელდება, ეს უკვე მე_400-ე მსხვერპლია ხელისუფლების დანაშაულებრივი ქმედებებით გამოწვეული.
ვიდეოები