ახალი ამბები
“მაშინ მაჟორიტარი დეპუტატი ვიყავი დუშეთიდან.მთელი ზაფხული ამ ბიჭების გადმოსვენებასა და დაკრძალვაში გავატარე…” – შალვა ნათელაშვილი
ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

"მაშინ მაჟორიტარი დეპუტატი ვიყავი დუშეთიდან.მთელი ზაფხული ამ ბიჭების გადმოსვენებასა და დაკრძალვაში გავატარე.ბევრი ჩემი ნათესავი და თანაკლასელია მათ შორის. ალბათ გაინტერესებთ ვინ იყო მათი მასობრივი მკვლელობის ორგანიზატორი?——–დიახ ეს გახლდათ გენერალი ლებედი, რომლის საპრეზიდენტო საარჩევნო შტაბის უფროსი და მილიონებით დამფინანსებელი წელიწადნახევარში ამ სისხლისღვრიდან, გახდა თავად ბიძინა ივანიშვილი. აი რა ურჩხულთან და ჩვენი შვილების მკვლელთან გვაქვს საქმე. ნათელში იყავით ბიჭებო."
| ბეჭდვა |