ახალი ამბები
სამაჯურის ფორმატის გამოყენება მსოფლიო საპარლამენტო ისტორიას არ ახსოვს - შალვა ნათელაშვილი




დღეს ოპოზიციური ლიდერების მიმართ რეპრესიები დაიწყო პირდაპირ კრემლის მოთხოვნით, მელია გახდა ამ მოთხოვნის მსხვერპლი, – ამის შესახებ „საქართველოს ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა ნიკა მელიას მიმართ ელექტრონული მონიტორინგის დაწესების შესახებ საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, საჭიროა მსოფლიო პარლამენტარიზმის ფეხზე დაყენება იმის შესაჩერებლად, რაც ხდება.

„ის, რაც ვნახეთ, სამაჯურის ფორმატის გამოყენება მსოფლიო საპარლამენტო ისტორიას არ ახსოვს. დაუჭერიათ დეპუტატები, მაგრამ მათთვის საუბარი, ორატორია, აზრის გამოხატვა არ აუკრძალავთ. არ დაუყენებიათ სამაჯური, რომელიც ამავდროულად არის მოსასმენი და არ დაურღვევიათ უფლება დეპუტატისა. შესაბამისად, მე ვთვლი, არ არის საკმარისი საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვა, რომელიც ივანიშვილის ყურმოჭრილი მონაა და წლობით გრძელდება მათთვის უინტერესო საქმეების განხილვა. აუცილებელია მსოფლიო პარლამენტარიზმის ფეხზე დაყენება, პარლამენტის მსოფლიო გაერთიანებისთვის მიმართვა და ყველა დემოკრატიული ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებზე მიმართვის გავრცელება, რათა მათ გამოხატონ ერთიანი მსოფლიო პროტესტი იმაზე, რაც ხდება. საკონსტიტუციო სასამართლო ინტერესდება მხოლოდ იმ საკითხებით, რომელიც აინტერესებს ივანიშვილს. სასამართლო არის ხელისუფლების კრიმინალური სტრუქტურა, რომელიც ხელისუფლების შეცვლასთან ერთად უნდა წავიდეს პოლიტიკურ მოუსავლეთში“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.  

წყარო:  https://primetime.ge
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები

..
როდესაც, რამდენიმე წლის წინ ლეიბორისტულმა პარტიამ სკოლებში ბავშვთა
უფასო კვების საკითხი დააყენა, მთელ პოლიტიკურ სპექტრს
(პოზიციან-ოპოზიციანად) ეგოიმებოდათ სოციალურ საკითხების
პრიორიტეტულობა და
25.04.2024
..
როდესაც, რამდენიმე წლის წინ ლეიბორისტულმა პარტიამ სკოლებში ბავშვთა უფასო კვების საკითხი დააყენა, მთელ პოლიტიკურ სპექტრს (პოზიციან-ოპოზიციანად) ეგოიმებოდათ სოციალურ საკითხების პრიორიტეტულობა და "ზე-იდეებით" იყნენ შებყრობილი. ჰოდა დადგა უკვე სავალალო შედეგი, ქვეყანაში 300 ათასი ბავშვი შიმშილობს, რაც იმას ნიშნავს, რომ ნადგურდება ჩვენი მომავალი ფიზიკურად, მორალურად და ინტელექტუალურად.
სანამ, ქვეყანაში არ გაიმარჯვებს მემარცხენე- სოციალური სამართლიანობის იდეიის მატარებელი ძალა, არც სახელმწიფო შედგება და ფიზიკურადაც გადავშენდებით.


“პოზიცია-ოპოზიციამ პარლამენტში დადგა მორიგი იაფასიანი
სპექტაკლი-გამიშვი არ გაგიშვებ. მიზანი თავიანთი ცოდვილი სული როგორმე
მიათრიონ არჩევნებამდე და ასცდნენ ვადამდელი გზით პარლამენტიდან
მიბრძანების საფრთხეს. აქ ვაი ოპოზიციაქოც-ბიძინების სტრატეგია
მთლიანად ემთხვევა ერთმანეთს. რაღა კომისია უნდა მსოფლიოში აღიარებულ
ფაქტს კლანის ლიდერ მოსამართლეთა დასანქცირებაზე,რომელი კომისია
შეცვლის ამერიკის მთავრობის გადაწყვეტილებას? ან ვინმეს გონია,რომ თუ
მაინც შეიქმნა კომისია იქ ხელით სატარებელ ოპოზიციას ვინმე თავისას
გაატანიებს? მოკლედ მართლაც საშინელებაა,როცა პოლიტიკოსს ქვეყანაში
მხოლოდ თავის თავი უყვარს.” - შალვა ნათელაშვილი
25.04.2024
“პოზიცია-ოპოზიციამ პარლამენტში დადგა მორიგი იაფასიანი სპექტაკლი-გამიშვი არ გაგიშვებ. მიზანი თავიანთი ცოდვილი სული როგორმე მიათრიონ არჩევნებამდე და ასცდნენ ვადამდელი გზით პარლამენტიდან მიბრძანების საფრთხეს. აქ ვაი ოპოზიციაქოც-ბიძინების სტრატეგია მთლიანად ემთხვევა ერთმანეთს. რაღა კომისია უნდა მსოფლიოში აღიარებულ ფაქტს კლანის ლიდერ მოსამართლეთა დასანქცირებაზე,რომელი კომისია შეცვლის ამერიკის მთავრობის გადაწყვეტილებას? ან ვინმეს გონია,რომ თუ მაინც შეიქმნა კომისია იქ ხელით სატარებელ ოპოზიციას ვინმე თავისას გაატანიებს? მოკლედ მართლაც საშინელებაა,როცა პოლიტიკოსს ქვეყანაში მხოლოდ თავის თავი უყვარს.” - შალვა ნათელაშვილი
ვიდეოები

Warning: include(/home/labourge/public_html/libraries/goodweb/session.php): failed to open stream: No such file or directory in /home/labourge/public_html/libraries/loader.php on line 86

Warning: include(): Failed opening '/home/labourge/public_html/libraries/goodweb/session.php' for inclusion (include_path='.:/opt/alt/php56/usr/share/pear:/opt/alt/php56/usr/share/php') in /home/labourge/public_html/libraries/loader.php on line 86