ახალი ამბები
აფსუს, რატომ არ ვართ დიდი ქვეყანა...


,,გაბუნიამ ერთა შორის შუღლი გააღვივა! ”შემომესმა, თუ მართლა თქვა დიმიტრი ლორთქიფანიძემ? უცებ მახსენდება პრიმაკოვის ფონდის ხელმძღვანელი რომაა და ვიჯერებ, რომ მისი ნათქვამის.
აი, რა იცის რუსული რუბლის სიყვარულმა, თორემ ბატონ დიმიტრის პროცესები არცოდნას ვერავინ დააბრალებს.
ისა, და აფხაზეთის ომიც არ ყოფილა, არც სამაჩაბლო წაურთმევიათ, არც ქართული სოფლები გადაუწვიათ, არ გამოუყრიათ ხალხი, არც ოთხოზორია მოუკლავთ, არც ანწუხელიძე უწამებიათ და არც ტატუნაშვილისთვის ამოუგლეჯავთ გული რუსებს? არვ შინდისის გმირები გვყავს, არა?! თუ დღემდე არ ,,გვისეტკავენ“ საქართველოს, არ იტაცებენ საკუთარი ეზოებიდან ქართველებს ბატონო დიმიტრი?! თუ ასეთი წესი აქვთ თქვენთვის მეგობარ და ჩვეთვის ოკუპანტ რუსეთს და ეს არაფერი?!
რა ერთა შორის შუღლი! ოკუპანტია ეგ ქვეყანა, ოკუპანტი, დიდი ხანია და რაღაც არ მახსოვს იმ ერს დღემე ამ ოკუპაციაზე ხმა ამოეღო!

არადა სანთელი უნდა აუნთონ ამ ბრიყვ გაბუნიას, რუსეთუმეებს გაცოცხლების საშულება რომ მოგცათ!
ეეეჰჰჰ, რატომ ვართ მცირე ერი, თორემ გინება მაგათთვის ცხონება იქნებოდა....
პ.ს. გიორგი გაბუნიას განცხადება, რომ ზღვარს გადასული უხამსობა იყო, ამას აღარ გავიმეორებ“ _ ლეიბორისტული პარტიის ანალიტიკური მდივანი ნინო მეტრეველი
| ბეჭდვა |