ახალი ამბები
შალვა ნათელაშვილი ზაზა ოქუაშვილს მიმართავს: „ლონდონის ციხე-სიმაგრეში ყურცქვიტასავით“ ჯდომის ნაცვლად, „მოპარულ-გატაცებული მილიონებით ტელემაუწყებლობა მაინც აღგედგინა იბერიაზე“
„ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი ზაზა ოქუაშვილს მოუწოდებს, „ლონდონის ციხე-სიმაგრეში ყურცქვიტასავით“ ჯდომის ნაცვლად, „მოპარულ-გატაცებული მილიონებით ტელემაუწყებლობა მაინც აღგედგინა იბერიაზე“.

„სად ევროკავშირის ხელმძღვანელი ტუსკი და სად ოქუაშვილი, სუფთა სად ერეკლეს ვარიანტია. ეს ბანდიტი, გონებაშეზღუდული. სიგარეტების აღირებული კონტრაბანდისტი, ბიუჯეტის ქურდი და კრემლთან გადანასკვული რომ ევროპულ ღირებულებებზე დაიწყებს საუბარს და პოლიტიკოსობას წაეპოტოონება, მერე მიდის ამ ქვეყნის საქმე უბედურებისკენ. თუ ებრძვი ივანიშვილს ებრძოლე, თუ გინდა თან ებრძოლო, თან ევაჭრო, თან ლონდონის ციხე-სიმაგრეში იჯდე ყურცქვიტასავით, მიიღებ იმას, რასაც იღებენ ორი კი არა მრავალი კურდღლის მდევნელნი. შე მამაცხონებულო, მოპარულ-გატაცებული მილიონებით ტელემაუწყებლობა მაინც აღგედგინა იბერიაზე, ახლა სჭირდება ეს ხალხს, მაგრამ თქვენი სამშობლო თქვენი ჯიბეა მხოლოს“, აცხადებს შალვა ნათელაშვილი.

წყარო: http://guardian.ge
| ბეჭდვა |