ახალი ამბები
ლაშა ჩხარტიშვილი: მოვითხოვთ კანონმდებლობით აიკრძალოს ყველა სახის რეზინის ტყვიის გამოყენება

ლაშა ჩხარტიშვილი: მოვითხოვთ კანონმდებლობით აიკრძალოს ყველა სახის რეზინის ტყვიის გამოყენება, ხოლო ე.წ. ნარინჯისფერი ტყვიები, როგორც ისედაც კანონსაწინააღმდეგო საშუალება, დაუყონებლივ იქნას ამოღებული პოლიციის აღჭურვილობიდან, გახარია კი მათ შორის, მათი შესყიდვა-გამოყენების უკანონო ბრძანების გაცემისთვის მიცემულ იქნას პასუხისგებაში !

„ლეიბორისტული პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერმა ლაშა ჩხარტიშვილმა დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე მის მიერ მომზადებული კანონპროექტი წარადგინა, რომლის მიხედვითაც საქართველოში ყველა სახის რეზინის ტყვიის გამოყენება უნდა აიკრძალოს. მან ასევე ასევე მოითხოვა მოქმედი კანონმდებლობით აკრძალული „სტერლინგის“ ფირმის, ნარინჯისფერი, ლეტალური, რეზინის ტყვიების დაუყონებლივ ამოღება პოლიიცის სპეცაღჭურვილობიდან, ხოლო გიორგი გახარიას სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემა, მათი შეძენისა და გამოყენების, ასევე 20 ივნისის აქციის სასტიკი დარბევასთან დაკავშირებული სხვა კანონსაწინააღმდეგო ბრძანებათა გაცემის გამო.
ლაშა ჩხარტიშვილის განცხადა, რომ: ნათელია, რომ გიორგი გახარიამ უდაოდ ბიძინა ივანიშვილის დავალებით უსასტიკესად დაარბია ანტისაოკუპაციო აქცია და სასიკვდილოდ გაწირა მისი მონაწილეები. ამით უხეშად დაირღვა თუნდაც დღეისათვის მოქმედი, არასრულფასოვანი კანონმდებლობა ! პირველ რიგში აღსანიშნავია, კანონით აკრძალული „ლეტალური“ ტყვიების გამოყენებას, საუბარია თურქული კომპანია „სტერლინგის“ ე.წ. ნარინჯისფერ ტყვიებზე. ისინი, რომ მართლაც ასეთს წარმოადგენს, ამას ადასტურებს აღნიშნული ფირმის ოფიციალური ვებ-გვერდი, რომელზეც აღნიშნული ტყვიების აღწერილობაში ნათლადაა მითითებული ტერმინი “Less Lethal” ანუ ნაკლებად, მაგრამ მაინც ლეტალური (სასიკვდილო).ეს კი წარმოადგენს, „პოლიციის შესახებ“ მოქმედი კანონის უხეშ დარღვევას, რომლის 33-ე მუხლის თანახმად დასაშვებია მხოლოდ „არალეტალური“ იარაღის გამოყენება და ისიც მხოლოდ უშუალოდ მოგერიების მომენტში, რასაც 20-21 ივნისის ღამეს, სროლის დაწყებისას ადგილი საერთოდ არ ჰქონია. ასევე აღსანიშნავია, რომ გახარიამ, ინგა გრიგოლიასთან ინტერვიუში, მრავალი სხვა ცრუ ინფორმაციაც გაავრცელა, მათ შორის იმის თაობაზე, რომ თითქოს რეზინის ტყვიების დამიზნება შეუძლებელია, ეს მაშინ, როცა ზემოხსენებული ტყვიების აღწერილობაში, უპირველეს ყოვლისა მისი მიზანში მოხვედრის მაღალ სიზუსტეზეა საუბარი. მანვე აღნიშნა, რომ გახარიას, როგორც შსს მინისტრის მიერ, მრავალ სხვა მოქმედი კანონმდებლობის საწინააღმდეგო ბრძანების გაცემასაც ჰქონდა ადგილი და ამ ყოველივეს გამო იგი უნდა გასამართლდეს.
ლაშა ჩხარტიშვილმა, ასევე წარადგინა მისი ავტორობით მომზადებული კანონპროექტი „საქართველოს კანონში „პოლიციის შესახებ“ ცვლილებების შეტანის თაობაზე, რომლის თანახმადაც, ფორმალურ-სამართლებრივად, ისედაც აკრძალული ნარინჯისფერი, „ლეტალური“ ტყვიების სამართალდამცავთა შეიარაღებიდან დაუყონებლივ ამოღებასთან ერთად, ასევე უნდა აიკრძალოს ნებისმიერი სხვა სახის რეზინის ტყვიის გამოყენებაც. მისი განცხადებით ეს აუცილებელია, თუ გავითვალისწინებთ, მოქმედი და წინამორბედი ხელისუფლების პირობებში ადამიანების მიერ თვალის დაკარგვისა და დასახიჩრების მრავალ ფაქტს, რაც აქციების დაშლისას, ასევე აკრძალულია.
დასასრულ მან განაცხადა, რომ შემდეგი კვირის განმავლობაში, მისი ავტორობით მომზადებული კანონპროექტი რეზინის ტყვიების საყოველთაო აკრძალვის თაობაზე წარდგენილი იქნება პარლამენტში, „ინდივიდუალური პაკეტების“ სახით და სწორედ მაშინ გაირკევევა 150 დეპუტატიდან, რამდენია კიდევ „თვალთხარია“ !
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები

..
როდესაც, რამდენიმე წლის წინ ლეიბორისტულმა პარტიამ სკოლებში ბავშვთა
უფასო კვების საკითხი დააყენა, მთელ პოლიტიკურ სპექტრს
(პოზიციან-ოპოზიციანად) ეგოიმებოდათ სოციალურ საკითხების
პრიორიტეტულობა და
25.04.2024
..
როდესაც, რამდენიმე წლის წინ ლეიბორისტულმა პარტიამ სკოლებში ბავშვთა უფასო კვების საკითხი დააყენა, მთელ პოლიტიკურ სპექტრს (პოზიციან-ოპოზიციანად) ეგოიმებოდათ სოციალურ საკითხების პრიორიტეტულობა და "ზე-იდეებით" იყნენ შებყრობილი. ჰოდა დადგა უკვე სავალალო შედეგი, ქვეყანაში 300 ათასი ბავშვი შიმშილობს, რაც იმას ნიშნავს, რომ ნადგურდება ჩვენი მომავალი ფიზიკურად, მორალურად და ინტელექტუალურად.
სანამ, ქვეყანაში არ გაიმარჯვებს მემარცხენე- სოციალური სამართლიანობის იდეიის მატარებელი ძალა, არც სახელმწიფო შედგება და ფიზიკურადაც გადავშენდებით.


“პოზიცია-ოპოზიციამ პარლამენტში დადგა მორიგი იაფასიანი
სპექტაკლი-გამიშვი არ გაგიშვებ. მიზანი თავიანთი ცოდვილი სული როგორმე
მიათრიონ არჩევნებამდე და ასცდნენ ვადამდელი გზით პარლამენტიდან
მიბრძანების საფრთხეს. აქ ვაი ოპოზიციაქოც-ბიძინების სტრატეგია
მთლიანად ემთხვევა ერთმანეთს. რაღა კომისია უნდა მსოფლიოში აღიარებულ
ფაქტს კლანის ლიდერ მოსამართლეთა დასანქცირებაზე,რომელი კომისია
შეცვლის ამერიკის მთავრობის გადაწყვეტილებას? ან ვინმეს გონია,რომ თუ
მაინც შეიქმნა კომისია იქ ხელით სატარებელ ოპოზიციას ვინმე თავისას
გაატანიებს? მოკლედ მართლაც საშინელებაა,როცა პოლიტიკოსს ქვეყანაში
მხოლოდ თავის თავი უყვარს.” - შალვა ნათელაშვილი
25.04.2024
“პოზიცია-ოპოზიციამ პარლამენტში დადგა მორიგი იაფასიანი სპექტაკლი-გამიშვი არ გაგიშვებ. მიზანი თავიანთი ცოდვილი სული როგორმე მიათრიონ არჩევნებამდე და ასცდნენ ვადამდელი გზით პარლამენტიდან მიბრძანების საფრთხეს. აქ ვაი ოპოზიციაქოც-ბიძინების სტრატეგია მთლიანად ემთხვევა ერთმანეთს. რაღა კომისია უნდა მსოფლიოში აღიარებულ ფაქტს კლანის ლიდერ მოსამართლეთა დასანქცირებაზე,რომელი კომისია შეცვლის ამერიკის მთავრობის გადაწყვეტილებას? ან ვინმეს გონია,რომ თუ მაინც შეიქმნა კომისია იქ ხელით სატარებელ ოპოზიციას ვინმე თავისას გაატანიებს? მოკლედ მართლაც საშინელებაა,როცა პოლიტიკოსს ქვეყანაში მხოლოდ თავის თავი უყვარს.” - შალვა ნათელაშვილი
ვიდეოები

Warning: include(/home/labourge/public_html/libraries/goodweb/session.php): failed to open stream: No such file or directory in /home/labourge/public_html/libraries/loader.php on line 86

Warning: include(): Failed opening '/home/labourge/public_html/libraries/goodweb/session.php' for inclusion (include_path='.:/opt/alt/php56/usr/share/pear:/opt/alt/php56/usr/share/php') in /home/labourge/public_html/libraries/loader.php on line 86