ახალი ამბები
შალვა ნათელაშვილი ითხოვს, გერმანიის ელჩმა საქართველო დატოვოს
შალვა ნათელაშვილი, ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე:

_ როგორც საყოველთაოდ ცნობილია ბიძინა ივანიშვილი ჯერ კიდევ ხელისუფლებაში მოსვლამდე მსუყედ აფინანსებდა თბილისში აკრედიტირებულ მთელ რიგ ელჩებს,განსაკუთრებით კი მაშინდელ წარმომადგენელს საფრანგეთისას ერიკ ფურნიეს. ბუნებრივია ეს ტრადიცია ახლაც გრძელდება და მინიმუმ გერმანიიის ელჩის მიწვევა მეთვალყურედ იმისა, თუ როგორ თხრიდნენ თვალთ ახალგაზრდობას, ნიშნავს იმას რაც ზევით მოგახსენეთ. ამ ელჩმა უნდა დატოვოს საქართველო.

წყარო:https://euronews.ge
| ბეჭდვა |