ახალი ამბები
ჩამოცილდეს ,,რუსთავი-2“-ს საქმეს სამარცხვინო მოსამართლე ვლადიმერ ჭანტურია

,,რუსთავი-2“ ის საქმესთან დაკავშირებით ლეიბორისტებმა სტრასბურგის სასამართლოს მიმართეს.

ამის შესახებ ბრიფინგზე პარტიის თავმჯდომარემ შლვა ნათელაშვილმა განაცხადა.
შალვა ნათელაშვილი: ,,როგორც ცნობლია, 18 ივლისს, სტრასბურგი გამოაცხადებს გადაწყვეტილებას ,,რუსთავი-2“- ის საქმეზე. ეჭვი არ გვეპარება ამ მაღალი სასამართლოს კომპეტენციაში, მაგრამ დღეს მაინც გავაგზავნეთ მიმართვა იმასთან დაკავშირებით, რომ საკმარისია ამ ტელევიზიას შეეცვალოს სტატუსი, იგი აღმოჩნდება რუსი ოლიგარქის ხელში და საერთოდ დაიკეტება საინფორმაციო სივრცე საქართველოსა და მსოფლიოსთვის.
მეორე, ჩვენ მოვითხოვთ, ჩამოცილდეს საქმის განხილვის ნებისმიერ ნიუანსს საქართველოდან წარდგენილი ივანიშვილის პირადი მოსამართლე ვლადიმერ ჭანტურია, რომელმაც თავი გამოიჩინა იმით, რომ 1999 წელს ედუარდ შევარდნაძეს დაუკანონა გაყალბებული საპარლამენტო არჩევნები, ხოლო 2003 წელს დააკანონა ,,ვარდების რევოლუციის“ შედეგები და პარლამენტიდან დაითხოვა ხუთი პოლიტიკური პარტია. ასეთი სამარცხვინო მოსამართლე მეორე არ არსებობს და შესაბამისად მისი მიკარება ამ გადაწყვეტილებასთან, უკვე ნიშნავს, რომ გადაწყვეტილება არაობიექტური იქნება.
აღნიშნულის თაობაზე ჩვენ ვაცნობეთ ევროპის სასამართლოს სრულ შემადგენლობას და ევროსაბჭოს საგარეო საქმეთა მინისტრების კომიტეტს, რომელიც ასევე პასუხისმგებელია აღნიშნული სტრუქტურის საქმიანობაზე.
ბოღმიანი ადამიანი არ ვარა, მაგარამ არასოდეს დამავიწყედება 1999 წელი, უზენაესი სასამართლოს შენობა, სადაც თავმჯდომარედ ბრძანდებოდა ეს ბატონი და ამ სასამართლომ დააკანონა შევარდნაძის მიერ გაყალბებული საპარლამენტო არჩევნები. ჩვენ ბარიერგადალახული ლეიბორისტული პარტია დაგვტოვა უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს გარეთ და ჩვენს მაგივრად ტყემალაზე-თოფაძის დაჯგუფება შეიყვანა. და ეს გააკეთა ვლადიმერ ჭანტურიამ, შევარდნაძის შეკვეთით.
არც ის დამავიწყედება, რომ 2003 წელს, ე.წ. ვარდების რევოლუციის შემდეგ, როგორ გამოიტანა ვლადიმერ ჭანტურიამ გადაწყვეტილება და დაითხოვა პარალმენტში არჩეული ხუთი პოლიტიკური პარტია, რათა ახალ ხელისუფლებას მისცემოდა საშაულება ჩამოეყალიბებინა ერთპარტიული პარლამენტი, რომლის მწარე შედეგებსაც დღემდე ვიმკით.
ამ ორივეს ავტორი გახლდათ ეს სამარცხვინო პიროვნემა, რომელიც ეროვნული მოსამართლის სტატუსით, ამჯერად ივანიშვილის დაკვეთების შემსრულებლად მოღვაწეობს სტარსბურგში, კონტინენტის ყველაზე მაღლის ინსტანციის სასამრთლოში. მოვა დრო და ჩვენ მას იქიდან აუცილებლად გამოვითხოვთ, რადგან ასეთი ქმედებები, დანაშაულობები არ შეიძლება დაისჯელი დარჩეს. სწორედ აქედან წარმოიშვნენ მერე ჩინჩლაძეები, მურუსიძეები, და შეკვეთის შემსრულებელი სხვა ჯალათი მოსამართლეები. ფესვები იქიდან მოდის, ამიტომ ის ფესევბი უნდა ამოვგლიჯოთ და ამას აუცილებლად გავაკეთებთ.“
| ბეჭდვა |