ახალი ამბები
"ივანიშვილი არის კოლაბორაციონისტი, პუტინის მიერ დასმული" - გიორგი გუგავა
არასაპარლამენტო ოპოზიცია ივანიშვილთან თანამშრომლობას კატეგორიულად გამორიცხავს. მათ შორის არის „ლეიბორისტული პარტია“. გიორგი გუგავას განცხადებით, ივანიშვილის ერთადერთი მიზანია რომ საქართველო რუსეთმა წაიღოს.

„ივანიშვილი არის კოლაბორაციონისტი, ის არის პუტინის მიერ უშუალოდ აქ დასმული რათა განახორციელოს თავისი მავნე გეგმები იმის შესახებ, რომ საქართველოს კვლავ დააბრუნოს რუსეთის წიაღში. აქედან გამომდინარე მასთან თანამშრომლობა, მასთან კოალიცია არის სამშობლოს ღალატის ტოლფასი ქმედება. ის უნდა დამთავრდეს. ის ფსიქოლოგიურად, მორალურად დამთავრებულია ხალხში, საზოგადოებაში და ეს უნდა გაფორმდეს არჩევნებით,“-განაცხადა გიორგი გუგავამ.
| ბეჭდვა |