ახალი ამბები
ქრთამი ჯოჯოხეთს კი არა, ევროპის სასამართლოსაც ანათებს - ნათელაშვილი
„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება.

„თავიდანვე ავღნიშნავ,რომ „რუსთავი-2“ კი არა, სი- ენ- ენ-ი და ბი-ბი ს-იც რომ ჩაიგდოს ხელში ბიძინა ივანიშვილა მას მაინც არაფერი ეშველება,რადგან ხალხის გულიდან იგი საბოლოოდ ამოღებულია. რაც შეეხება ევროპის სასამართლოს, იქ დღეს გადამწყვეტი როლი ითამაშა ცნობილმა შეკვეთებზე მომუშავე მოსამართლე ლადო ჭანტურიამ, რომელიც იქ შეუშვა ივანიშვილმა ფაქტობრივად ფულის ჩამომტარებლად. ქრთამი მარტო ჯოჯოხეთს კი არა, როგორც სჩანს ევროპის სასამართლოსაც ანათებს. რა თქმა უნდა აქ გადამწყვეტ როლს ითამაშებდნენ ასევე ევროპის პროპუტუნისტური ქვეყნებიდან წარდგენილი მოსამართლეებიც“, - წერს სოციალურ ქსელში შალვა ნათელაშვილი.

წყარო: https://2020news.ge
| ბეჭდვა |