დღეს, „ლეიბორისტული პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლაშა
ჩხარტიშვილმა, პარტიის სხვა წარმომადგენლებთან ერთად, პარლამენტს მის
მიერ მომზადებული ე.წ. „ანტი-თვალთხარიას“ კანონპროექტი, 150
ეგზემპლარად წარუდგინა !
ლაშა ჩხატიშვილმა განაცხადა, რომ მის „პოლიციის შესახებ“ კანონში
ცვლილებების შეტანის თაობაზე მის მიერ მომზადებული კანონის პროექტის
თანახმად სრულად იკრძალება სამართალდამცავთა მხრიდან აქციების
დაშლისას ნებისმიერი სახით რეზინისა და პლასტმასის ტყვიების
გამოყენება ! ეს აუცილებელია, რადგან აღარ განმეორედეს 20 ივნისის, 26
მაისის, 6 მაისისა და 7 ნოემბრის ტრაგედიები, აღარ დასახიჩრდნენ
ადამიანები, არ დაკარგონ მათ თვალები და სიცოცხლეც კი ! მისივე თქმით,
„ჩვენ 10 დღის ვადაში წერილობით პასუხს მოვითხოვთ ინდივიდუალურად
თითოეული დეპუტატისაგან ! „ ჩვენ 2 მიზანი გვაქვს, დავიცვათ
შეკრებებისა და მანიფესტაციების მონაწილეების ჯანმრთელობა და
სიცოცხლე, ასევე მოვახდინოთ „თვალთხარია, ველური დეპუტატების“
ლუსტრაცია, რაც სწორედ ჩვენი კანონპროექტზე მათი გამოხმარების
შესაბამისად განხორციელდება და გამოქვეყნებულ იქნება შესაბამისი
სამარცხვინო სიაც !