ახალი ამბები
„ლეიბორისტული პარტია“ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას მოითხოვს


„ლეიბორისტული პარტია“ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას მოითხოვს. ამის შესახებ განცხადება შალვა ნათელაშვილმა გააკეთა. „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი, პრეზიდენტის გადადგომას მის მიერ, დავით გარეჯთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების გამო ითხოვს.

შალვა ნათელაშვილი აცხადებს, რომ დავით გარეჯში, ვითარების დაძაბვას პროვოცირება საქართველოს პრეზიდენტმა საკუთარი განცხადებებით გაუკეთა.

„როგორც მოგეხსნებათ, კვლავ მძიმე ვითარებაა დავით გარეჯში. უცხო ქვეყნის შეიარაღებულმა ძალებმა დაიკავეს აღდგომის ტაძრის ჩიჩხიტურის, ბერთუბნის მონაკვეთები და იქ გადაადგილდება, პრაქტიკულად, შეზღუდულია. ახალ ამას შეგვიძლია დავარქვათ ოკუპაცია, წართმევა, მითვისება, მიტაცება, შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება. ამ წუთისთვის, დავით გარჯის აღნიშნული მონაკვეთი, ჩვენი იურისდიქციის ქვეშ არ არის. ყველაფერ ამ ტრაგედიაში მაპროვოცირებელი როლი საუბედუროდ, შეასრულა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, ივანიშვილ-ალიევის რეჟიმთან და მოსკოვთან საერთო შეთანხმებით. როდესაც მან გააკეთა არა ერთ მაპროვოცირებელი განცხადება, საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის პრობლემებზე, რაც არ იყო მისი კომპეტენცია და ეს მას შესანიშნავად მოეხსენებოდა. შესაბამისად, ასეთი გადაცდომები არ შეიძლება დარჩეს დაუსჯელი. მე მოვუწოდებ პარლამენტის ოპოზიციურ სეგმენტს, დაიწყეთ იმპიჩმენტი, გადაყენების პროცედურა, საქართველოს პრეზიდენტის მიმართ და ხალხს პირობას ვაძლევთ, რომ ახალი პარლამენტის არჩევისთანავე, ეს პროცესი დამთავრდება წარმატებით და ჩვენ ამგვარ პრეზიდენტს სამუდამოდ მოვიცილებთ თავიდან,“ - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები


შალვა ნათელაშვილი:
22.08.2019


შალვა ნათელაშვილი:

"მეგობრებო, როგორც ცნობილია 24-26 აგვისტოს საფრანგეთ-ესპანეთის საზღვარზე მდებარე ქალაქ ბიარიცში გაიმართება დიდი შვიდეულის სამიტი, სადაც მსოფლიოს წამყვანი ლიდერები განიხილავენ უკრაინის,სირიის და სხვა აქტუალურ კონფლიქტებს გარდა ჩვენს თავს დატეხილი რუსული აგრესია-ოკუპაცია--ანექსია--გენოციდისა.
გუგუტინათკარში მიმდინარე მოვლენებს „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი,
შალვა ნათელაშვილი ეხმაურება.

ნათელაშვილის თქმით, რუსები თვითნებურად მოქმედებენ და ოკუპაციის
განხორციელებაში საქართველოს მთავრობა ხელს არ უშლის.
22.08.2019
გუგუტინათკარში მიმდინარე მოვლენებს „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი, შალვა ნათელაშვილი ეხმაურება.

ნათელაშვილის თქმით, რუსები თვითნებურად მოქმედებენ და ოკუპაციის განხორციელებაში საქართველოს მთავრობა ხელს არ უშლის.
გუგუტინათკარში მიმდინარე მოვლენებს „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი,
შალვა ნათელაშვილი ეხმაურება.

ნათელაშვილის თქმით, რუსები თვითნებურად მოქმედებენ და ოკუპაციის
განხორციელებაში საქართველოს მთავრობა ხელს არ უშლის.
22.08.2019
გუგუტინათკარში მიმდინარე მოვლენებს „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი, შალვა ნათელაშვილი ეხმაურება.

ნათელაშვილის თქმით, რუსები თვითნებურად მოქმედებენ და ოკუპაციის განხორციელებაში საქართველოს მთავრობა ხელს არ უშლის.
შალვა ნათელაშვილი, ლეიბორისტული პარტიის ანალიტიკური მდივანი:

_ მოგილოცავთ ფერისცვალების დიდ დღესასწაულს, მაგრამ როგორც ჩანს,
საქართველოს გაბრწყინებამდე კიდევ უნდა გავიაროთ რთული გზა. ახლაც
იღობება ჩვენი ქვეყნის ტერიტორია.
22.08.2019
შალვა ნათელაშვილი, ლეიბორისტული პარტიის ანალიტიკური მდივანი:

_ მოგილოცავთ ფერისცვალების დიდ დღესასწაულს, მაგრამ როგორც ჩანს, საქართველოს გაბრწყინებამდე კიდევ უნდა გავიაროთ რთული გზა. ახლაც იღობება ჩვენი ქვეყნის ტერიტორია.
ვიდეოები