ახალი ამბები
ლეიბორისტები სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას მოითხოვენ

ლეიბორისტები სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას მოითხოვენ
ამის შესახებ განცხადება შალვა ნათელაშვილმა გააკეთა. ლეიბორისტული პარტიის ლიდერი, პრეზიდენტის გადადგომას ზურაბიშვილის მიერ დავით გარეჯთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების გამო ითხოვს.
„როგორც მოგეხსნებათ, კვლავ მძიმე ვითარებაა დავით გარეჯში. უცხო ქვეყნის შეიარაღებულმა ძალებმა დაიკავეს აღდგომის ტაძრის ჩიჩხიტურის, ბერთუბნის მონაკვეთები და იქ გადაადგილდება, პრაქტიკულად, შეზღუდულია. ახალ ამას შეგვიძლია დავარქვათ ოკუპაცია, წართმევა, მითვისება, მიტაცება, შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება. ამ წუთისთვის, დავით გარჯის აღნიშნული მონაკვეთი, ჩვენი იურისდიქციის ქვეშ არ არის. ყველაფერ ამ ტრაგედიაში მაპროვოცირებელი როლი საუბედუროდ, შეასრულა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, ივანიშვილ-ალიევის რეჟიმთან და მოსკოვთან საერთო შეთანხმებით. როდესაც მან გააკეთა არა ერთ მაპროვოცირებელი განცხადება, საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის პრობლემებზე, რაც არ იყო მისი კომპეტენცია და ეს მას შესანიშნავად მოეხსენებოდა. შესაბამისად, ასეთი გადაცდომები არ შეიძლება დარჩეს დაუსჯელი. მე მოვუწოდებ პარლამენტის ოპოზიციურ სეგმენტს, დაიწყეთ იმპიჩმენტი, გადაყენების პროცედურა, საქართველოს პრეზიდენტის მიმართ და ხალხს პირობას ვაძლევთ, რომ ახალი პარლამენტის არჩევისთანავე, ეს პროცესი დამთავრდება წარმატებით და ჩვენ ამგვარ პრეზიდენტს სამუდამოდ მოვიცილებთ თავიდან, რომელიც ნაცვლად იმისა, რომ იყოს ტერიტორიების და ერთობის სიმბოლო, თავისი პროვოკაციული მოქმედებებით ქვეყნის დეზინტეგრაციას აწარმოებს.
25 წელია პოლიტიკაში ვარ და არცერთხელ არ მიხსენებია დავით გარეჯის და აზერბაიჯანის საზღვრის დემილიტარიზაციის პრობლემა, რადგან ვიცით, რომ ეს უაღრესად დელიკატური თემაა და აქ ზედმეტ აქტიურობას შეიძლება გამწვავება მოყოლოდა. ამ ფონზე, ახლადარჩეული ზურაბიშვილი 27 თებერვალს ჩადის ბაქოში, ხვდება პრეზიდენტ ალიევს და აკეთებს მაპროვოცირებელ განცხადებას იმის თაობაზე, რომ სასწრაფოდ უნდა მოხდეს საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაცია-დემილიტარიცაზია. ეს მაშინ, როცა ევროპაში დღემდე ვერ გაურკვევიათ ბელგიასა და საფრანგეთს, გერმანიასა და შვეიცარიას სადაო მონაკვეთებზე საბოლოო ჭეშმარიტება. ასეთი საკითხები სასწრაფო რეჟიმში არ წყდება და ეს კარგად უნდა სცოდნოდა ევროპულ ინსტიტუტებში გაზრდილ ვაიპრეზიდენტს. ამის შემდეგ 22 აპრილს, ჩადის დავით გარეჯში და მესაზღვრეებთან მეორედ აკეთებს, ამ ბრიყვულ განცხადებას.
ამის შემდეგ წავიდა პროცესი, რომელიც დღემდე არ გაჩერებულა. სწორედ ეს უნდოდა პრეზიდენტ ალიევსაც, რომელმაც ვერ დაიბრუნა ყარაბაღი და ამით ამომრჩეველი უკმაყოფილი ყავს და უნდოდა გამარჯვების დაფიქსირება და ჯერ-ჯერობით, ჩვენს ხარჯზე, ეს შესანიშნავად განახორციელა. ეს უნდოდა ივანიშვილის რეჟიმსაც, რომელიც მოლაპარაკებული იყო ამ მონაკვეთის გადაცემაზე, მილიარდიანი ბიზნესგარიგებების სანაცვლოდ და საბოლოო ჯამში, ჩვენს ხარჯზე, კვლავ დაიჭირა ამღვრეულ წყალში დიდი ღლავი.
ვიმეორებ, ეს დანაშაული, კონსტიტუციის ეს დარღვევა არ შეიძლება დაუსჯელი დარჩეს. ვაიპრეზიდენტმა ზურაბიშვილმა პასუხი უნდა აგოს, იმ შედეგებზე, რომელც მისი წინასწარ გათვლილი განცხადებებით დადგა.
მან კარგად იცოდა, რომ: 1. ასე სწრაფად დემარკაცია-დემილიტარიცაზიის საკითხები არ წყდება; 2. კარგად იცოდა ვის ინტერესბში შედიოდა ვითარების აფეთქება; 3. რაც მთავარია, მან შესანაიშნავად იცოდა, საკუთარი კომპეტენცია, რომლის ჩამონათვალში საზღვრის დადგენის საკითხები არ არის.“ - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები


ივანიშვილი არის უკვე ნანახი ოპერეტი კომიკური დიქტატორი ! ლაშა
ჩხარტიშვილი სტუმრად
09.12.2019


ივანიშვილი არის უკვე ნანახი ოპერეტი კომიკური დიქტატორი ! ლაშა ჩხარტიშვილი სტუმრად "ვახო სანაის დღის ამბებში", "TV პირველის" ეთერში, მე-12 პოლიტიკური პატიმრობის ვადის მოხდიდან, რამოდენიმე წუთში...


ივანიშვილი არის უკვე ნანახი ოპერეტი კომიკური დიქტატორი ! ლაშა
ჩხარტიშვილი სტუმრად
09.12.2019


ივანიშვილი არის უკვე ნანახი ოპერეტი კომიკური დიქტატორი ! ლაშა ჩხარტიშვილი სტუმრად "ვახო სანაის დღის ამბებში", "TV პირველის" ეთერში, მე-12 პოლიტიკური პატიმრობის ვადის მოხდიდან, რამოდენიმე წუთში...

ლაშა ჩხარტიშვილი თავისუფალია. რუსთავის წინასწარი დაკავების
იზოლატორიდან „ლეიბორისტული პარტიის“ ერთ-ერთ ლიდერი დღეს
გაათავისუფლეს. ჩხარტიშვილს ადგილზე პარტიის
09.12.2019

ლაშა ჩხარტიშვილი თავისუფალია. რუსთავის წინასწარი დაკავების იზოლატორიდან „ლეიბორისტული პარტიის“ ერთ-ერთ ლიდერი დღეს გაათავისუფლეს. ჩხარტიშვილს ადგილზე პარტიის

ლაშა ჩხარტიშვილი თავისუფალია. რუსთავის წინასწარი დაკავების
იზოლატორიდან „ლეიბორისტული პარტიის“ ერთ-ერთ ლიდერი დღეს
გაათავისუფლეს. ჩხარტიშვილს ადგილზე პარტიის
09.12.2019

ლაშა ჩხარტიშვილი თავისუფალია. რუსთავის წინასწარი დაკავების იზოლატორიდან „ლეიბორისტული პარტიის“ ერთ-ერთ ლიდერი დღეს გაათავისუფლეს. ჩხარტიშვილს ადგილზე პარტიის
ვიდეოები