ახალი ამბები
"სემეკი ხელისუფლებასთან შეთანხმებით, გაზის სამომხმარებლო ტარიფის 50%-იან მატებას გეგმავს" - გუგავა
ხმაური ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიის სხდომაზე - სემეკის წევრებს ლეიბორისტული პარტიის წარმომადგენლები დაუპირისპირდნენ.

დღევანდელ სხდომაზე ეროვნული ვალუტის გაუფასურების გამო, ტარიფების გადახედვაზე მსჯელობენ. ბუნებრივი აირის სამომხმარებლო ტარიფები ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ კომისიას განსაზღვრული ჰქონდა კურსით, როცა დოლარი 2 ლარი და 70 თეთრი ღირდა.

„ლეიბორისტული პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი გუგავა ირწმუნება, რომ სემეკი ხელისუფლებასთან შეთანხმებით, გაზის სამომხმარებლო ტარიფის 50%-იან მატებას გეგმავს.

„ქვეყანა იქცეოდა და ტურას ქორწილი ჰქონდაო, ზუსტად ასეა ამათი საქმე. იხელთეს დრო, რათა მოხდეს კვლავ გაძვირება გაზზე ტარიფებისა. რამდენიმე დღის წინ, მაფიოზმა კალაძემ, თავის ამფსონებთან ერთად საბოლოოდ გადაიფორმა თბილისის გაზი და არ დააყოვნა, სემეკში შემოიტანა განაცხადი იმის შესახებ, რომ გაზზე ტარიფები გაიზარდოს 50%-ით. რაც არის სოციალური კატასტროფა,“-ამბობს გუგავა.
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
09.12.2019

"ლეიბორისტული პარტიის" ახალგაზრდული ფრთისა და მოძრაობა "გაბედეს" წევრებმა, რუსთავში დროებითი დაკავების იზოლატორში, ლაშა ჩხარტიშვილს ლობიანები მიუტანეს.

მათი განცხადებით იზოლატორთან, თანამებრძოლის მოსაკითხად მივიდნენ და სიმბოლურად ადგილზე ლობიანები მიიტანეს, რომელიც პატიმრობაში მყოფ ჩხარტიშვილს საკანში შეუგზავნეს.
09.12.2019

"ლეიბორისტული" პარტიის ანალიტიკური მდივანი, ნინო მეტრეველი, სოციალურ ქსელში, წერს:

"ახლა რომ პოლიტიკოსების შვილები ქუჩაში, აქციებზე არ იყვნენ, იქნებოდა მოთქმა, სხვის შვილებს იყენებთ, თქვენები სახლში თბილად გისხედანო.

დღეს, 15.30 სთ-ზე, უცნობი პირი, რომელიც თავს ასაღებდა ბიძინა
ივანიშვილის მხარდამჭერად, პარტიის ცენტრალურ ოფისში თავს დაესხა
ლეიბორისტული პარტიის დაცვის თანამშრომლებს,
09.12.2019

დღეს, 15.30 სთ-ზე, უცნობი პირი, რომელიც თავს ასაღებდა ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერად, პარტიის ცენტრალურ ოფისში თავს დაესხა ლეიბორისტული პარტიის დაცვის თანამშრომლებს,

,,მარტო ,,ოცნება
09.12.2019

,,მარტო ,,ოცნება" კი არა, პარლამენტი დატოვეს სახელისუფლებო პარტიის ყოფილმა სახეებმა, ივანიშვილის მამალი ტყუილის გამო.
ვიდეოები