ახალი ამბები
მიიღეთ დადგენილების პროექტი ქართველი ერის გენოციდის შესახებ - ნათელაშვილი პარლამენტს მიმართავს


უახლოეს დღეებში რუსეთის სახელმწიფო სათათბირო ე.წ. დუმა, იწყებს დადგენილების პროექტის განხილვას იმის თაობაზე, რომ ოსებს მოვუწყვეთ გენოციდი - ამის შესახებ "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. შალვა ნათელაშვილი პუტინის განცხადებას იხსენებს, სადაც მან ისტორიული ფაქტები დაამახინჯა და თქვა, რომ "საქართველომ აფხაზეთის ოკუპაცია მოახდინა და ოსეთის გენოციდი მოაწყო".

ოპოზიციური პარტიის ლიდერი საქართველოს პარლამენტს ქართველი ერის ისტორიული გენოციდის შესახებ დადგენილების პროექტის მიღებისკენ მოუწოდებს.

„რამდენიმე დღის წინ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მთელ მსოფლიოს მოუყვა ცრუ ისტორია საქართველოს შესახებ, რომლის თანახმადაც, თურმე ჩვენ პატარა ერების გენოციდისა და ოკუპირების მეტი არაფერი გაგვიკეთებია. ეს იყო ახალი გეგმა საქართველოს შემდგომი დაშლისკენ და შედეგებმაც არ დააყოვნა. უახლოეს დღეებში რუსეთის სახელმწიფო სათათბირო ე.წ. დუმა იწყებს დადგენილების პროექტის განხილვას იმის თაობაზე, რომ ოსებს მოვუწყვეთ გენოციდი. მე მოვუწოდებ საქართველოს პარლამენტს მთლიანად, ყოველგვარი პოზიცია-ოპოზიციის გარეშე, სასწრაფოდ მოიწვიეთ საგანგებო სხდომა და მიიღეთ დადგენილების პროექტი ქართველი ერის ისტორიული და მიმდინარე გენოციდის შესახებ. მხოლოდ დასწრება იდეოლოგიურ ომში არის გარანტია მომავალი გამარჯვებებისა და ჩვენი მთლიანობის,“ - განაცხადა ნათელაშვილმა.
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები


შალვა ნათელაშვილი:
22.08.2019


შალვა ნათელაშვილი:

"მეგობრებო, როგორც ცნობილია 24-26 აგვისტოს საფრანგეთ-ესპანეთის საზღვარზე მდებარე ქალაქ ბიარიცში გაიმართება დიდი შვიდეულის სამიტი, სადაც მსოფლიოს წამყვანი ლიდერები განიხილავენ უკრაინის,სირიის და სხვა აქტუალურ კონფლიქტებს გარდა ჩვენს თავს დატეხილი რუსული აგრესია-ოკუპაცია--ანექსია--გენოციდისა.
გუგუტინათკარში მიმდინარე მოვლენებს „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი,
შალვა ნათელაშვილი ეხმაურება.

ნათელაშვილის თქმით, რუსები თვითნებურად მოქმედებენ და ოკუპაციის
განხორციელებაში საქართველოს მთავრობა ხელს არ უშლის.
22.08.2019
გუგუტინათკარში მიმდინარე მოვლენებს „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი, შალვა ნათელაშვილი ეხმაურება.

ნათელაშვილის თქმით, რუსები თვითნებურად მოქმედებენ და ოკუპაციის განხორციელებაში საქართველოს მთავრობა ხელს არ უშლის.
გუგუტინათკარში მიმდინარე მოვლენებს „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი,
შალვა ნათელაშვილი ეხმაურება.

ნათელაშვილის თქმით, რუსები თვითნებურად მოქმედებენ და ოკუპაციის
განხორციელებაში საქართველოს მთავრობა ხელს არ უშლის.
22.08.2019
გუგუტინათკარში მიმდინარე მოვლენებს „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი, შალვა ნათელაშვილი ეხმაურება.

ნათელაშვილის თქმით, რუსები თვითნებურად მოქმედებენ და ოკუპაციის განხორციელებაში საქართველოს მთავრობა ხელს არ უშლის.
შალვა ნათელაშვილი, ლეიბორისტული პარტიის ანალიტიკური მდივანი:

_ მოგილოცავთ ფერისცვალების დიდ დღესასწაულს, მაგრამ როგორც ჩანს,
საქართველოს გაბრწყინებამდე კიდევ უნდა გავიაროთ რთული გზა. ახლაც
იღობება ჩვენი ქვეყნის ტერიტორია.
22.08.2019
შალვა ნათელაშვილი, ლეიბორისტული პარტიის ანალიტიკური მდივანი:

_ მოგილოცავთ ფერისცვალების დიდ დღესასწაულს, მაგრამ როგორც ჩანს, საქართველოს გაბრწყინებამდე კიდევ უნდა გავიაროთ რთული გზა. ახლაც იღობება ჩვენი ქვეყნის ტერიტორია.
ვიდეოები