ახალი ამბები
ლეიბორისტული პარტიის ქალთა ორგანიზაციის წესდება

 

ლეიბორისტული პარტიის ქალთა ორგანიზაცია დაარსდა 2002 წელს, ხოლო 1014 წელს განიცადა რეორგანიზაცია.

ორგანიზაციის ძირითადი მიზნები:

საქართველოში გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების ხელისშეწყობა; პარტიის წევრების კომპეტენციის გაღრმავებას გენდერულ საკითხებში; გენდერული ბალანსის დაცვა პარტიის  წევრებსა და თანამშრომლებს შორის;

ქალთა მოტივაცია _  გახდნენ აქტიურად ჩართულები პარტიისა  და საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან ყველა სფეროში, პოლიტიკური, სოციალური თუ ეკონომიკური კუთხით; ქალთა ჩართულობის და მონაწილეობის გაზრდის ხელშეწყობ,  საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების პროცესებში; ქალთა ინტერესების დაცვა შიდაპარტიულ და საზოგადოებრივ დონეზე, მათი ლობირება პოლიტიკური მიზნების რეალიზაციის კუთხით; ქალთა წინსვლის ხელშეწყობა მმართველობის ყველა დონეზე;

 

ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელ ქალებთან მუშაობა პოლიტიკაში მოზიდვისა და გააქტიურების მიზნით;

ურთიერთობების დამყარება საერთაშორისო, არასამთავრობო და გენდერული თანასწორობის თემატიკაზე მომუშავე ორგანიზაციებთან, მათთან თანამშრომლობის და გამოცდილების გაზიარების მიზნით.

მუშაობა ქალების პრობლემებზე, მათ შორის საკანონდებლო ინიციატივების დაყენებით; ასევე მუშაობა ობოლი, უნარშეზღუდული და სოციალურად შეჭირვებული ბავშვების პრობლემებზე.

დახმარება  _ საკუთარი უფლებების დაცვისთვის ბრძოლაში; ბავშვთა და ქალთა ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ  ღონისძიებები, მათ შორის, აქციებით.

| ბეჭდვა |