ახალი ამბები
ეროვნულ უმცირესობათა პოლიტიკური ჩართულობის უზრუნველმყოფელი სამოქმედო გეგმა

საქართველოს ლეიბორისტული პარტია

შესავალი

წინამდებარე სამოქმედო გეგმა არის საქართველოს ლეიბორისტული პარტიის შიდა-პარტიული დოკუმენტი, რომელიც მიზნად ისახავს პარტიის საქმიანობაში ეროვნული უმცირესობების ჩართვას და პარტიის გააქტიურებას კულტურულად და ეთნიკურად მრავალფეროვანი ჯგუფების და თემების მიმართ. სამოქმედო გეგმით ასევე გათვალისწინებულია ლეიბორისტული პარტიის ხელმძღვანელი სტრუქტურების ინფორმირებულობის გაზრდა ეროვნულ უმცირესობათა ეფექტური მართვის საერთაშორისო გამოცდილების შესახებ.


 

საქართველოს ლეიბორისტული პარტიის ზოგადი მიზნები სრულ თანხვედრაში მოდის წინამდებარე სამოქმედო გეგმასთან, რომელიც ორიენტირებულია სოციალურ-სამართლებრივი, ეროვნული და დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობაზე. სამოქმედო გეგმა ასევე ითვალისწინებს ეროვნულ უცირესობათა ჩართულობის, მათი დაცვის და სამოქალაქო მონაწილეობის უზრუნველმყოფელი საერთაშორისო ინსტრუმენტების და მექანიზმების ზოგად პრინციპებს და იდეალებს (ეროვნულ უმცირესობათა დაცვის ევროპული ჩარჩო კონვენცია, ეუთოს თემატური რეკომენდაციები: ეთნიკურად მრავალფეროვანი საზოგადოების ინტეგრაციის ლიუბლიანას სახელმძღვანელო პრინციპები, ლუნდის რეკომენდაციები ეროვნული უმცირესობების საზოგადოებრივ ცხოვრებაში ეფექტური მონაწილეობის შესახებ).

დოკუმენტის შემუშავების დროს საქართველოს ლეიბორისტული პარტია ხელმძღვანელობდა შემდეგი ფუნდამენტური პრინციპებიდან გამომდინარე:

  • პოლიტიკური საქმიანობის უფლება, კანონით დადგენილი წესის შესაბამისად გააჩნია საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, განურჩევლად მათი ეთნიკური წარმომავლობისა, თუ რელიგიური აღმსარებლობისა;

 

  • საქართველოში მცხოვრები ეროვნული უმცირესობები არიან ქვეყნის სრულფასოვანი მოქალაქეები, რომელთა ჩართულობა ეკონომიკურ, პოლიტიკურ თუ სხვა სახის საზოგადოებრივ საქმიანობაში არის დემოკრატიული და სოციალურ-სამართლებრივი სახელმწიფოს ჩამოყალიბების მნიშვნელოვანი წინაპირობა;

 

  • საქართველოს ეთნიკური და კულტურული მრავალფეროვნება წარმოადგენს ქვეყნის ტოლერანტული და დემოკრატიული პოლიტიკის მნიშვნელოვან მონაპოვარს;

 

  • ეროვნულ უმცირესობათა დაცვა, მათი სათანადო ინტეგრაცია სამოქალაქო და საერთო ეროვნულ პროცესებში არის მაღალი პოლიტიკური კულტურის განმსაზღვრელი აუცილებელი მახასიათებელი.
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
13.11.2019

"ლეიბორისტული პარტიის" ქუთაისის ორგანიზაციის წარმომადგენელი, ირაკლი კიკვაძე მონპლეზირის თაღის მიმდებარე ტერიტორიაზე მოუწესრიგებელ ინფრასტრუქტურას აპროტესტებს. კიკვაძე ამბობს,

„ლეიბორისტული პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი გუგავა საპატრიარქოში
მიმდინარე პროცესების შეფასებისას აცხადებს, რომ ეკლესიიდან ღმერთი
გააძევეს, ამის შესახებ გუგავამ

ტელეკომპანია „მთავარში“ განაცხადა.
13.11.2019

„ლეიბორისტული პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი გუგავა საპატრიარქოში მიმდინარე პროცესების შეფასებისას აცხადებს, რომ ეკლესიიდან ღმერთი გააძევეს, ამის შესახებ გუგავამ

ტელეკომპანია „მთავარში“ განაცხადა.


თვითონ იმათი ბრალია დღეს, ვინც დაზარალდა. დაზარალდა, სამწუხაროდ,
პირველ რიგში, მრევლი... დაზარალდა უმღლესი სამღვდელობა, რომელიც
ჩაება პოლიტიკურ ფერხულში.

როგორ შეიძლება მეუფე იყოს ან შევარდნაძისტი, ან ბიძინისტი, ან
მიშისტი. მეუფე უნდა იყოს ღმერთის, ჩვენც უნდა ვიყოთ ღმერთისტები.

ასე გამოეხმაურა ლეიბორსტული პარტიის ლიდერი ეკლესიაში განვითარებულ
მოვლენებს. ამის შესახებ მან ტელეკომპანია პირველის ეთერში ისაუბრა
13.11.2019


თვითონ იმათი ბრალია დღეს, ვინც დაზარალდა. დაზარალდა, სამწუხაროდ, პირველ რიგში, მრევლი... დაზარალდა უმღლესი სამღვდელობა, რომელიც ჩაება პოლიტიკურ ფერხულში.

როგორ შეიძლება მეუფე იყოს ან შევარდნაძისტი, ან ბიძინისტი, ან მიშისტი. მეუფე უნდა იყოს ღმერთის, ჩვენც უნდა ვიყოთ ღმერთისტები.

ასე გამოეხმაურა ლეიბორსტული პარტიის ლიდერი ეკლესიაში განვითარებულ მოვლენებს. ამის შესახებ მან ტელეკომპანია პირველის ეთერში ისაუბრა

„ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი წყალტუბოში მასშტაბური
ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელდებას იწყებს. მისი თქმით,
გამოისყიდის 22 სასტუმროს, 9 აბანოს და მოახდენს მის სრულ
რეაბილიტაციას. ამასთან, ივანიშვილის თქმით, წყალტუბოს განვითარების
პროექტზე მისი მხრიდან არანაირ მოგებაზე არ იქნება საუბარი და
„მაქსიმალური ფასი იქნება თვითღირებულება“.
13.11.2019

„ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი წყალტუბოში მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელდებას იწყებს. მისი თქმით, გამოისყიდის 22 სასტუმროს, 9 აბანოს და მოახდენს მის სრულ რეაბილიტაციას. ამასთან, ივანიშვილის თქმით, წყალტუბოს განვითარების პროექტზე მისი მხრიდან არანაირ მოგებაზე არ იქნება საუბარი და „მაქსიმალური ფასი იქნება თვითღირებულება“.
ვიდეოები