ახალი ამბები
,,ქართველი ერის ისტორიული და მიმდინარე გენოციდის“ შესახებ პროექტი შალვა ნათელაშვილმა საზოგადოებას გააცნო და მისი სასწრაფოდ მიღება მოითხოვა

,,ქართველი ერის ისტორიული და მიმდინარე გენოციდის“ შესახებ პროექტი შალვა ნათელაშვილმა საზოგადოებას გააცნო და მისი სასწრაფოდ მიღება მოითხოვა



საქართველოს პარლამენტის

დადგენილება

ქართველი ერის ისტორიული და მიმდინარე გენოციდის შესახებ

საქართველოს პარლამენტი აღნიშნავს, რომ ქართველი ერი, რომელსაც გააჩნია სამი ათასს წელზე მეტი  ეროვნული და სახელმწიფოებრივი  ისტორია, რომელმაც შექმნა უნიკალური კულტურა და ცივილიზაცია, რომელიც მსოფლიოში 14 ანბანიდან ერთ-ერთის მფლობელია, რომელიც მეოთხე საუკუნიდან ქრისტიანული ქვეყანაა, ყოველთვის ისტორიულად იყო გენოციდური ომების ობიექტი, რაც გრძელდება დღევანდელ ეტაპზეც.


 

საქართველოს პარლამენტი მთელი მსოფლიოს გასაგონად სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ  ქართველი ხალხი, როგორც ერი და როგორც სახელმწიფო ათასწლეულების მანძილზე წარმოადგენს მსხვერპლს, სისხლისმღვრელი, უსასტიკესი  თავდასხმებისა, რომელთა მიზანია არა მარტო ქვეყნის ან მისი ნაწილის დაპყრობა, არამედ ქართველი ერის ფიზიკური მოსპობა, მისი კულტურის, სარწმუნოების, ეროვნული თვითმყოფადობის ლიკვიდაცია.

აღნიშნულის ნათელი დადასტურება ისტორიულად ცნობილი მრავალსაუკუნოვანი შემოსევებია, რომელთა შორის გამოირჩევა არაბთა, სპარსთა, ხაზართა, სელჩუკთა, ოსმალოთა, მონღოლთა, ირანელთა, თურქთა ლაშქრობები, რასაც შედეგად მოჰყვა მილიონობით ქართველის ეროვნული ნიშნით ფიზიკურად მოსპობა, ასევე,  მილიონობით ქართველის აყრა საკუთარი მიწებიდან, უცხო ქვეყნებში იძულებითი გადასახლება და კიდევ ათეულ მილიონობით ადამიანის გაყიდვა მონებად, ძირითადად  აზიის ბაზრებზე.

1801 წლიდან დღემდე ქართველი ერის გენოციდს ახორციელებს იმპერიული რუსეთის ყველა ფორმაციის ხელისუფლება, აღნიშნულის დასტურია ქართული სახელმწიფოებრიობის გაუქმება, ეკლესიისთვის ავტოკეფალიის წართმევა, 1921 წელს დამოუკიდებელი საქართველოს ოკუპაცია, ანექსია, ტერიტორიათა მიტაცება და გადაცემა სხვა მეზობელ  სახელმწიფოზე. სადაც განხორციელდა მილიონობით ქართველის იძულებითი ასიმილაცია, ენის, სარწმუნოების, კულტურის წართმევა. საყურადღებოა, რომ ფაშიზმსა  და ბოლშევიზმს შორის წამოწყებულ ომს 1941-1945 წლებში სამ მილიონიანი მოსახლეობიდან შეეწირა 400 ათასი ქართველი.

დღესაც გენოციდის პოლიტიკა ქართველ ხალხთან მიმართებაში წამყვანი სტრატეგიაა კრემლის პოლიტიკისა. აღნიშნულის ცალსახად დადასტურებაა რუსეთის მიერ  90-იან წლებში წამოწყებული სისხლისმღვრელი ომები აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში. 2008 წლის აგვისტოში  რუსეთის აგრესია, საქართველოს ტერიტორიათა ოკუპაცია,  ძირძველი ქართული ტერიტორიიდან ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანის გამოძევება ეროვნული ნიშნით, ათეულ ათასობით ადამიანის მკვლელობა ეთნიკური მოტივით, ამ ტერიტორიათა აღიარება დამოუკიდებელ სახელმწიფოებად, იქ დარჩენილი ქართველი მოსახლეობის არნახული დისკრიმინაცია; იძულებითი ასიმილაცია, ქართულ ენაზე სწავლების, საქმიანობის აკრძალვა, ქართული კულტურის ძეგლთა მოსპობა - გადაკეთება. ქართული ქალაქებისა და სოფლების  ფიზიკური განადგურება, მათზე ქართული  კვალის წასაშლელად. მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობები, მათი წამება დაპატიმრება. ეს ყველაფერი ყოველდღიური ტრაგედიაა ქართველი ხალხისათვის.

ამგვარად, გენოციდის თავიდან აცილებისა და დასჯის შესახებ 1948 წლის საერთაშორისო კონვენციის შესაბამისად სახეზეა ქართველი ხალხის ისტორიული და მიმდინარე გენოციდი, რომლის მიზანი იყო და არის ეროვნული ჯგუფის წევრთა მკვლელობა, ისეთი პირობების შექმნა, რაც მიზნად ისახავს ქართველი ხალხის მთლიან ან ნაწილობრივ ფიზიკურ განადგურებას. აგრეთვე, გამოკვეთილია ქართველი ხალხის დისკრიმინაცია, ეთნოწმენდა, კულტურულ-რელიგიური დევნა. ყველაფერი ეს დღესაც ხორციელდება, ამჯერად, რუსეთის ფედერაციის მიერ აგრესიისა და ოკუპაციის მეშვეობით, სანქციებით, ქართველი ხალხის დევნით, ეროვნული ნიშნის მიხედვით არამარტო საქართველოში, არამედ რუსეთის ტერიტორიაზეც.

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

  1. დადასტურებულად იქნეს ცნობილი ისტორიული და მიმდინარე გენოციდი ქართველი ხალხის გასანადგურებლად;
  2. არსებული ფაქტობრივი მტკიცებულების და მასალების საფუძველზე, ყველა სახელმწიფო ორგანომ გონივრულ ვადებში უზრუნველყოს, ქართველი ერის მიმდინარე გენოციდში მხილებული, ეჭვმიტანილი, თანამონაწილე პირთა მიმართ სისხლისა და საერთაშორისო სამართლებრივი დევნის განხორციელება.
  3. ეთხოვოს მსოფლიო თანამეგობრობას, საერთაშორისო ორგანიზაციებს, ყველა ქვეყნის მთავრობებს, პარლამენტს აღიარონ ქართველი ხალხის ისტორიული და მიმდინარე გენოციდი. რაც იქნება არა მარტო ქართველი ხალხისა და  ქართული ცივილიზაციის გადარჩენა, არამედ უზრუნველყოფს მშვიდობას  მსოფლიოში და ახალ საფეხურზე აიყვანს ყველა პატარა დაუცველი ერის უსაფრთხოებას, იმპერიული და გენოციდური პოლიტიკისგან.


შალვა ნათელაშვილი:

,,მძიმე დღეებია, მაგრამ ვერავითარი გვირგვინების მიტანა გმირთა საფლავებზე, გულდათუთქული ინტერვიუები, ვერ დაგვიბრუნებს ტერიტორიებს, ვერ შეგვინარჩუნებს სამშობლოს და სახელმწიფოს, ვერ აგვაცილებს მოსალოდნელ უარესს საფრთხეებს, თუ მსოფლიომ არ გვაღიარა გენოციდის მსხვერპლ ერად. ამისთვის ჯერ ჩვენ უნდა ვაღიაროთ ჩვენი თავი, რაც არ გაგვიკეთებია.“

,,მოვუწოდენ ,,ოქროს ქვიშებზე“ წაბრძანებულ პარლამენტის წევრებს, შეწყვიტეთ დასვენება, სასწრაფოდ დაბრუნდით თბილისში და მიიღეთ დადგენილება, რომლის პროექტიც ჩვენ მოვამზადეთ. სხვა შემთხვევაში რუსეთის პრეზიდენტი პუტინი აპირებს იგივე დადგენილების მიღებას, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ იქ ჩვენ ვართ გენოციდის ავტორები.“
,,მცდარი და დანაშაულებრივი სტრატეგიაა, როდესაც ჩერქეზთა გენოციდი გვაქვს აღიარებული და საკუთარი თავისთვის ვერ მიგვიხედია, ეს სასწრაფო გამოსწორებას საჭიროებს, სანამ ისევ არ გაქანებულა ისტორიის მატარებელი, უფრო სწრაფი სვლით.“
,,სანამ ამ ნაბიჯს არ გადავდგავთ, მანადე ვიქნებით მოტირალის, მსვერპლის და განადგურებული ერის როლში. დროს გამოვიბერტყოთ ყურები. ეს ეხება ხელისუფლებას და პოლიტიკურ ელიტას.“

FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები

..
როდესაც, რამდენიმე წლის წინ ლეიბორისტულმა პარტიამ სკოლებში ბავშვთა
უფასო კვების საკითხი დააყენა, მთელ პოლიტიკურ სპექტრს
(პოზიციან-ოპოზიციანად) ეგოიმებოდათ სოციალურ საკითხების
პრიორიტეტულობა და
25.04.2024
..
როდესაც, რამდენიმე წლის წინ ლეიბორისტულმა პარტიამ სკოლებში ბავშვთა უფასო კვების საკითხი დააყენა, მთელ პოლიტიკურ სპექტრს (პოზიციან-ოპოზიციანად) ეგოიმებოდათ სოციალურ საკითხების პრიორიტეტულობა და "ზე-იდეებით" იყნენ შებყრობილი. ჰოდა დადგა უკვე სავალალო შედეგი, ქვეყანაში 300 ათასი ბავშვი შიმშილობს, რაც იმას ნიშნავს, რომ ნადგურდება ჩვენი მომავალი ფიზიკურად, მორალურად და ინტელექტუალურად.
სანამ, ქვეყანაში არ გაიმარჯვებს მემარცხენე- სოციალური სამართლიანობის იდეიის მატარებელი ძალა, არც სახელმწიფო შედგება და ფიზიკურადაც გადავშენდებით.


“პოზიცია-ოპოზიციამ პარლამენტში დადგა მორიგი იაფასიანი
სპექტაკლი-გამიშვი არ გაგიშვებ. მიზანი თავიანთი ცოდვილი სული როგორმე
მიათრიონ არჩევნებამდე და ასცდნენ ვადამდელი გზით პარლამენტიდან
მიბრძანების საფრთხეს. აქ ვაი ოპოზიციაქოც-ბიძინების სტრატეგია
მთლიანად ემთხვევა ერთმანეთს. რაღა კომისია უნდა მსოფლიოში აღიარებულ
ფაქტს კლანის ლიდერ მოსამართლეთა დასანქცირებაზე,რომელი კომისია
შეცვლის ამერიკის მთავრობის გადაწყვეტილებას? ან ვინმეს გონია,რომ თუ
მაინც შეიქმნა კომისია იქ ხელით სატარებელ ოპოზიციას ვინმე თავისას
გაატანიებს? მოკლედ მართლაც საშინელებაა,როცა პოლიტიკოსს ქვეყანაში
მხოლოდ თავის თავი უყვარს.” - შალვა ნათელაშვილი
25.04.2024
“პოზიცია-ოპოზიციამ პარლამენტში დადგა მორიგი იაფასიანი სპექტაკლი-გამიშვი არ გაგიშვებ. მიზანი თავიანთი ცოდვილი სული როგორმე მიათრიონ არჩევნებამდე და ასცდნენ ვადამდელი გზით პარლამენტიდან მიბრძანების საფრთხეს. აქ ვაი ოპოზიციაქოც-ბიძინების სტრატეგია მთლიანად ემთხვევა ერთმანეთს. რაღა კომისია უნდა მსოფლიოში აღიარებულ ფაქტს კლანის ლიდერ მოსამართლეთა დასანქცირებაზე,რომელი კომისია შეცვლის ამერიკის მთავრობის გადაწყვეტილებას? ან ვინმეს გონია,რომ თუ მაინც შეიქმნა კომისია იქ ხელით სატარებელ ოპოზიციას ვინმე თავისას გაატანიებს? მოკლედ მართლაც საშინელებაა,როცა პოლიტიკოსს ქვეყანაში მხოლოდ თავის თავი უყვარს.” - შალვა ნათელაშვილი
ვიდეოები

Warning: include(/home/labourge/public_html/libraries/goodweb/session.php): failed to open stream: No such file or directory in /home/labourge/public_html/libraries/loader.php on line 86

Warning: include(): Failed opening '/home/labourge/public_html/libraries/goodweb/session.php' for inclusion (include_path='.:/opt/alt/php56/usr/share/pear:/opt/alt/php56/usr/share/php') in /home/labourge/public_html/libraries/loader.php on line 86