ახალი ამბები
,,იმედი, მაესტრო, ხაზარაძის ტვ პირველი… აგრძელებენ ლეიბორისტული პარტიის ბოიკოტს”

შალვა ნათელაშვილი აცხადებს, რომ ლეიბორისტული პარტია სატელევიზიო მედიის მხრიდან დაბლოკილია და მას შემდეგ რაც ,,რუსთავი-2“ ბიძინა ივანიშვილმა, ევროპის დახმარებით, ხელში ჩაიგდო, პარტიის ღონისძიებებს არცერთი ოლიგარქიული ტელევიზია არ აშუქებს.

,,დღეს, ჩვენს ბრიფინგზე მხოლოდ საზოგადოებრივი არხია მოსული. ,,იმედი,“ ,,მაესტრო,“ ხაზარაძის ,,ტვ პირველი“ და კიდევ სხვა ტელევიზიები, რომლბიც კონტროლდებიან ოლიგარქების მიერ, აგრძელებენ ლეიბორისტული პარტიის ბოიკოტს. რა თქმა უნდა, ოლიგარქებს ცეცხლივით ეშინიათ ჩვენი სიტყვის, ჩვენგან წამოსული სიმართლის. ივანიშვილის მიზანი, როცა გეგმავდა და ახდენდა ,,რუსთავი-2“-ის ოკუპაციას, ძირითადათ იყო ეს _ ჩვენი, ლეიბორისტული პარტიის დაბლოკვა მასობრივ ეთერში, თორემ დანარჩენ პარტიებს, აქ ჩამოთვლილი ტელევიზიები აშუქებენ და დღე და ღამ იქ სხედან. შეგიძლიათ გადართოთ და ნახოთ. ამ კაკაფონიის და აგრესიის ფონზე ხელისუფლების ერთადერთი მიზანი იყო: დაებლოკათ ოლიგარქიის წინააღმდეგ, ხალხის მჩაგვრელთა წინააღმდეგ ყველაზე დაუცხრომლად მებრძოლი პარტია. ყველა ოლიგარქი საოცრად ჰგავს ერთმანეთს: სტილით, მენტალობით, ინტელექტით, მოხვეჭის ნიჭით. აგერ, ხაზარაძე და ივანიშვილი ხო ვითომ თხა და მგელივით არიან და ხაზარძეს ხო აქვს ტელეკომპანია ,,პირველი“? იმ ტვ ,,პირველზეც“ ბლოკი გვადევს, იმიტომ, რომ ხაზარაძეს ვერ წარმოუდგენია, როგორ შეიძლება, მოვიდეს ლეიბორისტული პარტია ხელისუფლებაში და მის მიერ დადგენილი საბანკო ყაჩაღური პროცენტები შეამციროს და ხელმისაწვდომი გახადოს. ამის წარმოდგენაც არ უნდათ, იმიტომ, რომ მათ მილიარდებს შეექმნება საფრთხე! ამიტომ, ამის მოუხედავად, ოლიგარქები ერთმანეთთან დაპირისპირებულები არიან თუ სიამტკბილობაში, მათ ლეიბორისტული პარტია მტრად მიაჩნიათ და ჩვენ ეს გვახარებს. ეგენი რომ მეგობრებად მიგვიჩნევენ, მერეა ჩვენიც და ქვეყნის საქმეც დამთავრებული.“


წყარო: https://euronews.ge
| ბეჭდვა |