ახალი ამბები
ლაშა ჩხარტიშვილი - „დიღმის პარკს“ აუცილებლად გადავარჩენთ, თუკი საზოგადოება ისეთივე აქტიური იქნება, როგორც „ვაკის პარკის“, „იპოდრომისა“ და სხვა ბრძოლებისას !
ლაშა ჩხარტიშვილი, „დიღმის პარკს“ აუცილებლად გადავარჩენთ, თუკი საზოგადოება ისეთივე აქტიური იქნება, როგორც „ვაკის პარკის“, „იპოდრომისა“ და სხვა ბრძოლებისას ! ჩვენ კი, როგორც ყოველთვის მზად ვართ ამ ბრძოლის ავანგარდში ვიყოთ !
ლაშა ჩხარტიშვილიმა, „ლეიბორისტული პარტიის“ სხვა წარმომადგენლებთან ერთად გუშინ (8 სექტემბერს) „დიღმის პარკის“ გადასარჩენად ორგანიზებულ აქციაში მიიღეს მონაწილეობა. „ლეიბორისტული პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერმა და გარემოსდაცვითი საკითხების ექსპერტმა ლაშა ჩხარტიშვილის განცხა, რომ:
„სრულიად დაუშვებელია, ახლა უკვე „მწვანედ გადაღებილი“ სახელწოდებების ქვეშ, თბილისის უკანასკნელი მწვანე კუნძულებისვე განადგურება. სწორედ ამის კლასიკურ მაგალითს წარმოადგენს კალაძისა და „ოცნების“ მიერ ლობიებული ე.წ. „ორანჟერეის“ მშენებლობა, რომელიც სინამდვილეში რესტორანია და მეტი არაფერი“ ! აქედან გამომდინარე აუცილებელია მის წინააღმდეგ აქტიური ბრძოლის წარმოება, რის შედეგადაც არ ის უნდა აშენდეს და დღეს „კია მოტორსის“ მიერ დაკავებული ტერიტორიაც კვლავ პარკს უნდა დაუბრუნდეს ! იმ შემთხვევაში თუკი მოსახლეობა ისეთივე აქტიური იქნება, როგორც „ვაკის პარკის“, „იპოდრომის“, „პეკინის 23-ისა“ და სხა შემთხვევებში, თბილისის ფილტვების ეს უმნიშვნელოვანესი ნაწილი აუცილებლად გადარჩება ! ჩვენ კი, როგორ ეს წლების განმავლობაში გვიკეთებია, რაღა თქმა უნდა მზად ვართ ამ ბრძოლის წინა ხაზზე ვიყოთ !
| ბეჭდვა |