ახალი ამბები
„ხაზარაძეს 12 „მოციქულის“ ძებნის ნაცვლად ბანკში 12%-ამდე მაინც დაეწია სესხის განაკვეთი, უკეთესი იქნებოდა“ - გიორგი გუგავა

მამუკა ხაზარაძემ ანაკლიაში განაცხადა, რომ დღეს დაფუძნებულ მოძრაობას „ლელო“ ერქმევა და ის მალე პოლიტიკურ ორგანიზაციად გადაკეთდება.

 


„ჩვენ ვეძებთ ლიდერებს, წარმატებულ ადამიანებს. ჩვენ მოვძებნით 12 ლიდერს ყველა სფეროში, ყველა სოფელში. ეს ლიდერობა ქართველს ოდითგანვე მოსდევს. 112 წლის წინ 12 რიცხვში ილია ჭავჭავაძე მოკლეს. ილია ჭავჭავაძეც 12 ადამიანს ეძებდა, 12 ინჟინერს, რომ ქვეყანა გადარჩენილიყო“, განაცხადა ხაზარაძემ.


 

 


„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერები და წევრები ხაზარაძის მოძრაობის დაფუძნებას და განცხადებას ასე გამოეხმაურნენ:

 


შალვა ნათელაშვილი: „ვუყურებ ხაზარაძის პრეზენტაციას ანაკლიაში და მაგონდება ხმელთაშუა ზღვაში, კუნძულ ლამპიდუზაზე გემიდან ახლადჩამოყვანილი, დასველებულ-აბაბანებულ-მობუზული აფრიკელი ემიგრანტები. უბრალოდ ჰუმანიტარული დახმარების ბრიგადა აკლიათ“.

 


გიორგი გუგავა: „ხაზარაძეს 12 „მოციქულის“ ძებნის ნაცვლად ბანკში 12%-მდე მაინც დაეწია სესხის განაკვეთი უკეთესი იქნებოდა“.

 


ნინო მეტრეველი: „ზღვა, მზე, ბანკირი, ილია, გალაკტიონი, დოლი და ახალი ოლიგარქის საშობად გამზადებული თორმეტიანთა მოძრაობა“.

 


ლაშა ჩხარტიშვილი: „დიდმა ხაზარმა“ პარტია დააფუძნა თუ ნაძარცვი ფულის მომლოდინეთა სპორტკლუბი?“

 


ნიკა ვარდოშვილი: „ესეც ილიას შეედარა. ერთის მაგივრად უკვე ორი ბუმბერაზი გვყვავს. კიდევ ერთი უთანხმოების მიზეზი დაემატათ“.


წყარო: http://guardian.ge

| ბეჭდვა |