ახალი ამბები
ეს ხროვა ძალაუფლებას არ დათმობს


"არანაერი 20/20 (ოცი-ოცის) იმედი დიდად ნუ გექნებათ!
ნუ გახდებით ივანიშვილის თამაშის მონაწილე, რომელსაც ამით უხანგრძლივდება დრო, დრო ქვეყნის ბოლომდე გასაძარცვად და გასანადგურებლად მის ხროვასთან ერთად.
რით ვერ ხვდებით, რომ ამ პირობებში არანაერი აზრი არ აქვს არჩევნებში ფორმალურ მონაწილეობას. საპრეზიდენტო არჩევნებზე მოქალაქეების განულებული სესხები ხომ კარგად გახსოვთ, სამომავლოდ საპარლამენტოზე, სესხებს კი არა ათჯერ მეტ "მაყუთს" დაარეგებს ოლიგარქი, არც კარტოფილს დაინანებს და არც ხახვს, "კარაქსაც გადაუსმევს ბოტერბროდზე"
ნუთუ ვერ ატყობთ, მინისტრების დანიშვნებით, მკვლელების შეწყალებიებით, მათი გონორით და ქმედებებით, რომ არჩევნებით ეს ხროვა ძალაუფლებას არ დათმობს!?
ერთადერთი გამოსავალი მძლავრი, გაერთიანებული ოპოზიციური საპროტესტო "პანღური", რეალური საპროტესტო აქციები, ძირეული ცვლილებები საარჩევნო კოდექსში და მოძალადე მთავრობის გადადგომის მოთხოვნით!" - გიორგი გიუაშვილი
| ბეჭდვა |