ახალი ამბები
ლეიბორისტები ანტისაოკუპაციო აქციისას დაკავებულთა გათავისუფლებას მოითხოვენ


დღეს, ლეიბორისტულმა პარტიამ,  20 ივნისს საოკუპაციო აქციისას დაკავებულებს სოლიდარობა გამოუცხადა და მათი დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოითხოვა

შალვა ნათელაშვილი: ,,მოვითხოვთ, დაუყონებლივ გათავისუფლდნენ 20 ივნისს, საოკუპაციო აქციისას დაკავებულები.
ეს ბიჭები არიან პატრიოტები, მამულიშვილები, რომლებმაც ხმა აიმაღლეს ოკუპაციის, უსამართლობის, უზნეობის, კორუფციის წინააღმდეგ მშვიდობიანად.
ჩვენ ვცხოვრობთ სივრცეში, სადაც მკვლელებს და ნარკობარიგებს ათავისუფლებენ, აწინაურებენ, ხოლო მამულიშვილებს და პატრიოტებს იჭერენ და სჯიან.
ჩვენ საქმე გვაქვს არა სასამართლოსთან, არამედ ბიძინა ივანიშვილის სახელობის ,,ქართული ოცნების" საინკვიზიციო ჯგუფთან.
ამ ბიჭების საკნებს მალე ესენი დაიკავებენ. ასე დაემართათ მათ წინამორბედებს და ასე დაემართებათ მათაც!"



 

| ბეჭდვა |