ახალი ამბები
,,ეს იგივეა, სვეტიცხოველი მტერმა შუაზე გაგვიღობოს და მადლობის გადახდა მოგვთხოვოს სტუმრად შეშვებისათვის”

შალვა ნათელაშვილი, ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე:

_ მოკლედ, ივანიშვილმა პრეზიდენტ ალიევს საშუალება მისცა დავით–გარეჯის ტერიტორიაზე, უპრობლემოდ განეხორციელებინა ოკუპაცია ბორდერიზაციის მოდერნიზებლი ვარიანტი,  ააშენებინა კომპლექსთან უზარმაზარი სამხედრო ბაზა, როგორიც სომხეთის საზღვართანაც კი არა აქვთ, გაათხრევინა გრანდიოზული ავტომაგისტრალი,დააყენებინა ე.წ არ არსებულ საზღვარზე კბილებამდე შეიარაღებულ მესაზღვრეთა მასშტაბური კონტიგენტი, ზარ-ზეიმით გაახსნევინა სასაზღვრო გამშვები პუნქტი რითაც ჩამოცილდა კომპლექსს აღდგომის,ჩიჩხიტურის,ბერთუბნის და სხვა არსებითი ცენტრები,ამის შემდეგ გამარჯვებულ სულთანს ბაქოში აახლა თავის ხალხზე ტყვიებით სროლაში გამარჯვებული გახარია, რომელმაც დღეს გვახარა,რომ აღნიშნულ ქართულ-ქრისტიანულ სიწმინდეებში სამღვდელოებას შეუშვებენ. ვაშა და ურა. ეს იგივეა, სვეტიცხოველი მტერმა შუაზე გაგვიღობოს და მადლობის გადახდა მოგვთხოვოს სტუმრად შეშვებისათვის. ერთადერთი რაც ლეიბორისტულმა პარტიამ გავაკეთეთ არის ის,რომ ამ ღალატის შემოქმედ ხელისუფლებას არ მივეცით საშუალება ოფიციალურ ე.წ სადემარკაციო დოკუმენტზე მოეწერა ხელი, ამისათვის დაგვჭირდა ბრძოლა პირდაპირი გაგებით საზღვარზე და საერთაშორო არენაზე სადაც დავსვით ალიევის და მისი გარემოცვის სანქცირებაზე საკითხი.იმედია ეს ხელისუფლება მალე ჩაბარდება პატრონს ხოლო ქართველი ხალხი ისე უპატრონებს გარეჯს, როგორც ეს მას ეკადრება.
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები

..
როდესაც, რამდენიმე წლის წინ ლეიბორისტულმა პარტიამ სკოლებში ბავშვთა
უფასო კვების საკითხი დააყენა, მთელ პოლიტიკურ სპექტრს
(პოზიციან-ოპოზიციანად) ეგოიმებოდათ სოციალურ საკითხების
პრიორიტეტულობა და
24.04.2024
..
როდესაც, რამდენიმე წლის წინ ლეიბორისტულმა პარტიამ სკოლებში ბავშვთა უფასო კვების საკითხი დააყენა, მთელ პოლიტიკურ სპექტრს (პოზიციან-ოპოზიციანად) ეგოიმებოდათ სოციალურ საკითხების პრიორიტეტულობა და "ზე-იდეებით" იყნენ შებყრობილი. ჰოდა დადგა უკვე სავალალო შედეგი, ქვეყანაში 300 ათასი ბავშვი შიმშილობს, რაც იმას ნიშნავს, რომ ნადგურდება ჩვენი მომავალი ფიზიკურად, მორალურად და ინტელექტუალურად.
სანამ, ქვეყანაში არ გაიმარჯვებს მემარცხენე- სოციალური სამართლიანობის იდეიის მატარებელი ძალა, არც სახელმწიფო შედგება და ფიზიკურადაც გადავშენდებით.


“პოზიცია-ოპოზიციამ პარლამენტში დადგა მორიგი იაფასიანი
სპექტაკლი-გამიშვი არ გაგიშვებ. მიზანი თავიანთი ცოდვილი სული როგორმე
მიათრიონ არჩევნებამდე და ასცდნენ ვადამდელი გზით პარლამენტიდან
მიბრძანების საფრთხეს. აქ ვაი ოპოზიციაქოც-ბიძინების სტრატეგია
მთლიანად ემთხვევა ერთმანეთს. რაღა კომისია უნდა მსოფლიოში აღიარებულ
ფაქტს კლანის ლიდერ მოსამართლეთა დასანქცირებაზე,რომელი კომისია
შეცვლის ამერიკის მთავრობის გადაწყვეტილებას? ან ვინმეს გონია,რომ თუ
მაინც შეიქმნა კომისია იქ ხელით სატარებელ ოპოზიციას ვინმე თავისას
გაატანიებს? მოკლედ მართლაც საშინელებაა,როცა პოლიტიკოსს ქვეყანაში
მხოლოდ თავის თავი უყვარს.” - შალვა ნათელაშვილი
24.04.2024
“პოზიცია-ოპოზიციამ პარლამენტში დადგა მორიგი იაფასიანი სპექტაკლი-გამიშვი არ გაგიშვებ. მიზანი თავიანთი ცოდვილი სული როგორმე მიათრიონ არჩევნებამდე და ასცდნენ ვადამდელი გზით პარლამენტიდან მიბრძანების საფრთხეს. აქ ვაი ოპოზიციაქოც-ბიძინების სტრატეგია მთლიანად ემთხვევა ერთმანეთს. რაღა კომისია უნდა მსოფლიოში აღიარებულ ფაქტს კლანის ლიდერ მოსამართლეთა დასანქცირებაზე,რომელი კომისია შეცვლის ამერიკის მთავრობის გადაწყვეტილებას? ან ვინმეს გონია,რომ თუ მაინც შეიქმნა კომისია იქ ხელით სატარებელ ოპოზიციას ვინმე თავისას გაატანიებს? მოკლედ მართლაც საშინელებაა,როცა პოლიტიკოსს ქვეყანაში მხოლოდ თავის თავი უყვარს.” - შალვა ნათელაშვილი
ვიდეოები

Warning: include(/home/labourge/public_html/libraries/goodweb/session.php): failed to open stream: No such file or directory in /home/labourge/public_html/libraries/loader.php on line 86

Warning: include(): Failed opening '/home/labourge/public_html/libraries/goodweb/session.php' for inclusion (include_path='.:/opt/alt/php56/usr/share/pear:/opt/alt/php56/usr/share/php') in /home/labourge/public_html/libraries/loader.php on line 86