ახალი ამბები
ქუთაისის პარლამენტის შენობაში მსოფლიო ინოვაციების ცენტრი გაიხსნება


,,ქუთაისი უნდა გახდეს ინოვაციების და ტექნოლოგიების ცენტრი“ _ ეს განცხადება ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარემ შალვა ნათელაშვილმა ქუთაისში, პარლამენტის ყოფილ შენობასთან გააკეთა
შალვა ნათელაშვილი:

_ ჩვენ ვიმყოფებით ოლიგარქიული ხელისუფლებისგან იავარქმნილ და გაკულაკებულ ქუთაისში. ცოტა ხანში, ქართველი ხალხი მოიშორებს ამ ურჩხულს და მაშინ დაიწყება ქუთაისის ნამდვილი რენესანსი და დაუბრუნდება ქუთაისს ის მსოფლიო დიდება, რაც ყოველთვის ჰქონდა და ეკუთვნის. ამ მიტოვებულ პარლამენტის შენობაში, ამ მთელ სამთავრობო კომპლექსში გაიხსნება მსოფლიო ინოვაციების ცენტრი. აქვე განლაგდება სტარტაპებისს, ტექნოპარკების, საგრნატო სისტემების ოფისები და აქვე გადმოვა ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, თავისი საერთო საცხოვრებლით, ხოლო ის მყოფ სტუდენტებს მიეცემათ სახელწმიფო სტიპენდიები და ქუთაისიდან დამთვარდება სწავლაში ფულის გამორთმევა, სწავლაში ბიზნესის კეთება, რითაც დაკავებულია ეს რეჟიმი.
ქუთაისი მსოფლიო სიამაყეა. აქ დაიბადა არაერთი პლანეტარული მასშტაბის მოღვაწე. ტექნოლოგიები, ინოვაცვიები, გამოგონებები ამ მიწის, ფუძის ორგანული თვისებაა. შემთხვევითი არაა, რომ სწორედ ქუთაისში იყო ყველა სახის მრეწველობა და წარმოება , მანქანათმშენებლობით დაწყებული, საფეიქროთი გაგრძელებული, სამეცნიერი დაწესებულელები, ეს ყველაფერი იავარიქმნა და უნდა აღდგეს.
არ შეიძლება ქართველ ერს ვინმემ აჯობოს ტექნოლოგიურ კონკურენციაში. მთელი რუსეთის სამხედრო სტრატეგია დგას ქართველ მეცნიერებზე _ ნადირაძესა და ვაჩნაძეზე; ამერიკას, ქართველმა მეცნიერებამ ხუთი დარგი შეუქნეს.
ქუთაისი უნდა გახდეს ინოვაციების და ტექნოლოგიების ცენტრი. ეს ხალხი და ქალაქი იმსახურებს იყოს სამყაროს წამყვანი ქალაქების წინა რიგებში.
| ბეჭდვა |