ახალი ამბები
ლაშა ჩხარტიშვილმა საარჩევნო კოდექსის ცვლილებათა განხილვა პროტესტის ნიშნად დატოვა და ივანიშვილის ხელისუფლება 2020 წლის არჩევნების გაყალბებისთვის მზადებაში დაადანაშაულა !

დღეს „ლეიბორისტული პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლაშა ჩხარტიშვილმა პროტესტის ნიშნად დატოვა „საარჩევნო კანონმდებლობის“ ცვლილებებისადმი მიძღვნილი კონფერენცია „კაჭრეთში“. ჩხარტიშვილის განცხადებით:
„აშკარაა, რომ ივანიშვილი 2020 წლის არჩევნების გაყალბებისათვის ემზადება, მისი „ოცნება“ კი საარჩევნო კოდექსის მხოლოდ კოსმეტიკური ცვლილებებითაა დაკავებული, რეალურად კი ყველაფერს აკეთებს ანტიდემოკრატიული და ჩრდილოკორეული ტიპის რეგულაციების დასაკანონებლად ! ამას ადასტურებს, ის რომ მათ, „კაჭრეთში“ გამართულ ინტერპარტიულ შეხვედრაზეც, მიუხედავად პროტესტისა, პარლამენტის თავმჯდომარემ და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა არცერთ პრინციპულ საკითხზე არ გაიზიარეს ჩვენი და საზოგადოების წარმომადგენელთა დასაბუთებული პოზიციები, მათ შორის: უარი არ თქვეს საარჩევნო კომისიაში ყველა სხვა პარტიაზე მეტი წარმომადგენლის ყოლაზე. მათ ასევე არ დათმეს საქართველოში ცენზურის დააკანონების სურვილი და ოპოზიციას სარეკლამო კლიპების სამ მეოთხედში ხელისუფლების კრიტიკაზე ცენზურის დამწესებელი ანტიკონსტიუციური ნორმა ! „ოცნებამ“ არც სოციალური დახმარებებით ვაჭრობაზე თქვა უარის და არც სოციალური ქსელებით სახელმწიფო მოხელეების მიერ უკანონო საარჩევნო კამპანიის აკრძალვაზე.
ხელისუფლებამ ასევე უარყო, „ლეიბორისტული პარტიის“ ისეთ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ექსკლუზიური ინიციატივები, როგორიცაა არჩევნებში მონაწილეობის სავალდებულოობის დაკანონება, დროებითი საარჩევნო კომისიების შექმნა, დღევანდელი მფლანგველობითი სისტემის ნაცვლად, საარჩევნო უბნების ვიდეკამერებით სავალდებულო აღჭურვა და სხვა.
ყოველივე ნათქვამიდან გამიმდინარე ჩვენ, ლეიბორისტები არ ვაპირებთ ხელი შევუწყოთ ივანიშვილს 2020 წლის არჩევნების გაყალბებაში, აღნიშნულ მიზნებზე საარჩევნო კოდექსის მორგებაში და გავხვდეთ კანონმდებლობის ფსევდოდემოკრატიზაციის სპექტაკლის მონაწილენი. ნათქვამიდან გამომდინარე ვტოვებთ „საარჩევნო კანონმდებლობის“ ცვლილებებთან დაკავშირებული კონსულტაციების იმ პროცესს, რომელიც რეალურად ივანიშვილის ავტორიტარული რეჟიმის არსებობის ვადის გახანგრძლივების სასუწარკვეთილ მცდელობას წარმოადგენს და არა სამართლიანი არჩევნებისათვის აუცილებელი კანონმდებლობის შექმნისაკენ მიმართულ ძალისხმევას.
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები

შალვა ნათელაშვილი, ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე:
31.05.2020

შალვა ნათელაშვილი, ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე:

,,თამაზაშვილ- ღარიბაშვილის მიერ ხალხის ბიუჯეტიდან, მათ შორის ჩვენი
ჯარისკაცებისა და ოფიცერთაგან წაგლეჯილი მილიონების დიდი წილი
გაფორმდა რუსეთიდან მოწვეულ ვინმე ფეესბეშნიკ--ოფიცერ, ე.წ ბიზნესმენ
ნიკოლოზ ბენიაიძეზე,
31.05.2020

,,თამაზაშვილ- ღარიბაშვილის მიერ ხალხის ბიუჯეტიდან, მათ შორის ჩვენი ჯარისკაცებისა და ოფიცერთაგან წაგლეჯილი მილიონების დიდი წილი გაფორმდა რუსეთიდან მოწვეულ ვინმე ფეესბეშნიკ--ოფიცერ, ე.წ ბიზნესმენ ნიკოლოზ ბენიაიძეზე,

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე შალვა ნათელაშვილმა ხალხს
წიწამურიდან მიულოცა.
31.05.2020

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე შალვა ნათელაშვილმა ხალხს წიწამურიდან მიულოცა.


გუშინ, 25 მაისს, კალაძის ხელშეწყობით, „ალუბლის ბაღის“ ჩაბეტონების
წინააღმდეგ პროტესტის გამო დამაკავეს !
31.05.2020


გუშინ, 25 მაისს, კალაძის ხელშეწყობით, „ალუბლის ბაღის“ ჩაბეტონების წინააღმდეგ პროტესტის გამო დამაკავეს !
ვიდეოები