ახალი ამბები
ლაშა ჩხარტიშვილმა, კომპანიების მიერ სურსათისა და მედიკამენტების ნაგავში გადაყრის აკრძალვისაა და მათი შეჭირვებული მოსახლეობისათვის უსასყიდლოდ გადაცემის მიმართული საკანონმდებლო წინადადება წარადგინა !

დღეს, „ლეიბორისტული პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლაშა ჩხარტიშვილმა, „კარფურის“ სუპერმარკეტთან, აქცია-პერფორმანსის ფონსზე მისი ავტორობით მომზადებული ინოვაციური და ექსკლუზიური საკანონმდებლო ინიციატივის პრეზენტაცია გამართა. მის ავტორობით მომზადებული კანონპროექტის თანახმად სუპერმარკეტებს, რესტორნებსა და აფთიაქებს ეკრძალებათ, სურსათისა და მედიკამენტების ნაგავში გადაყრა, ამის სანაცვლოდ კი, კომპანიები ვალდებული ხდებიან ვადის გასვლამდე გარკვეული დროით ადრე პროდუქცია შეჭირვებულ მოქალაქეებს გადასცენ.
ლაშა ჩხარტიშვილის განცხადებით, ამორალური და ამაზრზენია სიტუაცია, როდესაც კორუფციული მმართველობის გამო, მასობრივი შიმშილის მხრივ მსოფლიოში ერთ-ერთ ლიდერად ქცეულ საქართველოში, ივანიშვილის „კარფური“, ასევე პრაქტიკულად ყველა სხვა მსხვილი მაღაზია და რესტორანი, ყოველდღიურად ტონობით საკვებს ნაგავში ყრის !
ამის შემდეგ ადამიანებს ურნებში და ნაგავსაყრელებზე უწევთ საკვების ძებნა, ბევრი კი ამასაც ვერ ახერხებს. ჩემს მიერ მომზადებული კანონპროექტის თანახმად, ჩვენ მოვითხოვთ, რომ კომაპანიები დავალდებულებულ იქნან, სურსათის ვარგისიანობის ვადის გასვლამდე 3 დღით, ხოლო წამლების შემთხვევაში ორი კვირით ადრე, ისინი უსასყიდლოდ გასცენ იმ მოქალაქეებზე ვისაც ამის სურვილი და საჭიროება გააჩნიათ. ჩვენი ინიციატივით რეალიზაციი შემთხვევაში საქართველო, საფრანგეთთან ერთად, ჩაეწერება მსოფილიოს ყველაზე ჰუმანურ სახელმწიფოთა რიცხვში და რაც მთავარია ყოველწლიურად ასობით ადამიანის სიცოცხლე გადარჩენა იქნება შესაძლებელი !

აქცია-პერფორმანსის ფარგლებში წარმოდგენილ იქნა საქართველოში შექმნილი მასობრივი სიღატაკისა და შიმშილის ამსახველი შემზარავი ფოტო-ქრონიკა, ამასთავე ის კადრები, რომელზეც ნათლა ჩანს თუ როგორ ყრიან ასობით კილოგრამ ვადაგასულ საკვებს, „კარფურის“ და სხვა მარკეტიბდან !
| ბეჭდვა |