ახალი ამბები
ლეიბორისტული პარტიის ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ შეიტანა პარლამენტში საკანონმდებლო წინადადება
დღეს ლეიბორისტული პარტიის ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ შეიტანა პარლამენტში საკანონმდებლო წინადადება, რომელიც ეფექტურად გააკონტროლებს და შეზღუდავს არასრულწლოვნების ჩართულობას აზარტულ თამაშებში. ახალგაზრდა ლეიბორისტებმა მოაწყვეს აქცია-პერფორმანსი, სადაც წარმოდგენილი იყო ბანქოზე გამოსახული ქართული ოცნების ლიდერები, რომლებიც მფარველობენ სათამაშო ბიზნესს პარლამენტსა და მთავრობაში. ლეიბორისტები მოუწოდებენ მათ, დაუჭირონ მხარი მათ მიერ ინიცირებულ კანონრპროექტის ვერსიას.

უშუალოდ კანონპროექტი ითვალისწინებს ცვლილებებს საქართველოს კანონში "ლატარიებისა და აზარტული თამაშობების მოწყობის შესახებ", რომლის მიხედვითაც ნებისმიერ მოქალაქეს შეეზღუდება ონლაინ სამორინეში რეგისტრაცია ელექტრონული ფორმით. რეგისტრაცია შესაძლებელი იქნება მხოლოდ სამორინეს ოფისში ადგილზე მისვლით და იდენტიფიცირების გავლით. მხოლოდ ამის შემდეგ მოქალაქეს მიეცემა ონლაინ ანგარიში. ამ გზით მაქსიმალურად შეიზღუდება და შემცირდება არასრულწლოვნების ჩართულობა აზარტულ თამაშებში.


| ბეჭდვა |