ახალი ამბები
ქუთაისში, მონპლეზირის თაღის მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაციას ითხოვენ

"ლეიბორისტული პარტიის" ქუთაისის ორგანიზაციის წარმომადგენელი, ირაკლი კიკვაძე მონპლეზირის თაღის მიმდებარე ტერიტორიაზე მოუწესრიგებელ ინფრასტრუქტურას აპროტესტებს. კიკვაძე ამბობს, რომ ადგილზე ფილების უმეტესობა აყრილია, წვიმის დროს კი გადაადგილებისას ნაპრალებიდან წყალი ასხამს. "ლეიბორისტული პარტიის" წევრის თქმით, მოქალაქეებისათვის ტერიტორიაზე გადაადგილება საფრთხისშემცველია და ხელისუფლებამ მის მოგვარებაზე უნდა იზრუნოს.

"ეს ადგილი ყველაზე მოთხოვნადი და დატვირთულია. წლების განმავლობაში, ის ყველაზე საყვარელ ტურისტულ ობიექტად ჩამოყალიბდა. მეორე წელია, საფარი მწყობრიდან უფრო და უფრო გამოდის. ფენები დაზიანებულია და მდგრადობა დაკარგული აქვს. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა წვიმის დროს, როცა გავივლით და ნაპრალებიდან წყალი ასხამს. გადაადგილება საფრთხისშემცველია. მომავალი წლის ბიუჯეტზე მუშაობა მიმდინარეობს და მოვითხოვ, მასში ამ საფარის სრული რეაბილიტაცია შევიდეს,"-ამბობს ირაკლი კიკვაძე.

კიკვაძე აცხადებს, რომ თვითმმართველობას აღნიშნული ტერიტორიის მოწყობა ბიუჯეტში არსებული ტურისტული ობიექტების რეაბილიტაციის პროგრამით შეეძლო. მისი განმარტებით, მერიიდან მიღებული საჯარო ინფორმაციით, 2019 წელს ამ პროგრამაში არსებული 400 000 ლარიდან მხოლოდ 3700 ლარი დაიხარჯა. კიკვაძისთვის უცნობია, რატომ ვერ მოხერხდა თანხის სრულად ათვისება.

წყარო: http://radiodk.ge
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები

თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომათა დარბაზიდან, სადაც 18
ნოემბერს ადმინისტრაციული წესით დაკავებული მოქალაქეების პროცესი
მიმადინარეობს, ლეიბორისტული პარტიის წევრი ლაშა ჩხარტიშვილი
გააძევეს.
22.11.2019

თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომათა დარბაზიდან, სადაც 18 ნოემბერს ადმინისტრაციული წესით დაკავებული მოქალაქეების პროცესი მიმადინარეობს, ლეიბორისტული პარტიის წევრი ლაშა ჩხარტიშვილი გააძევეს.


 
22.11.2019

 

"აირას" კვლევის შედეგები - რატომ ეშინოდა ოლიგარქს პროპორციული არჩევნების?'

 

"ლეიბორისტული" პარტიის საგარეო ურთიერთობათა მდივანი, ბექა ნათელაშვილი, სოციალური ქსელით "აირას" კვლევის შედეგებს აქვეყნებს:


"ახლახანს გავრცელებული IRI - International Republican Institute (IRI) მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები, სწორედ ამიტომ ეშინია ოლიგარქს პროპორციული სისტემის, ოპოზიციური პარტიების ხმები ჯამურად ბევრად მეტი გამოდის ვიდრე ხელისუფლების!!!

ივანიშვილის რეჟიმი დამთავრებულია
დროა ბარგის ჩალაგება დაიწყოს

The results of the IRI survey, here is the reason why oligarch is afraid of the proportional system, opposition parties together have a higher rating than the government!!!

Georgian Dream - it's time to pack your bags and leav"

წყარო: http://alia.ge



ლაშა ჩხარტიშვილი პარლამენტის წინ, პროპორციული არჩევნების მოთხოვნით
გამართულ ხალხმრავალ აქციაზე გამოსვლისას, „ლეიბორისტული პარტიის“
ერთ-ერთმა ლიდერმა ლაშა ჩხარტიშვილმა განაცხადა, რომ: დღეს
ივანიშვილმა გაბედა და საკუთარი თავი ღმერთზე მაღლა დააყენა, მან
წაგვართვა უფლის მიერ ნაბოძები მთავარი რამ, არჩევანის თავისუფლება !
22.11.2019


ლაშა ჩხარტიშვილი პარლამენტის წინ, პროპორციული არჩევნების მოთხოვნით გამართულ ხალხმრავალ აქციაზე გამოსვლისას, „ლეიბორისტული პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლაშა ჩხარტიშვილმა განაცხადა, რომ: დღეს ივანიშვილმა გაბედა და საკუთარი თავი ღმერთზე მაღლა დააყენა, მან წაგვართვა უფლის მიერ ნაბოძები მთავარი რამ, არჩევანის თავისუფლება !

ლეიბორისტული პარტიის ლიდერი, შალვა ნათელაშვილი, განცხადებას
ავრცელებს:
22.11.2019

ლეიბორისტული პარტიის ლიდერი, შალვა ნათელაშვილი, განცხადებას ავრცელებს:

"შალვა ნათელაშვილი: ივანიშვილმა კვლავ იკადრა უკადრებელი და საუკუნის ,,გადაგდება“ ჩაიდინა,
ვიდეოები