ახალი ამბები
ოპოზიცია ქვეყნის განვითარების იდეამ გააერთიანა

ლეიბორისტული პარტიის ოფისში შეკრებილი სრულიად ოპოზიცია შეანხმდა, რომ თუ სახელისუფლებო პარტია პირობას არ შეასრულებს და პრპორციულ არჩევნებზე გადასვლის საკონსტიტუციო ცვლილება არ მოხედება, ქვეყანაში პერმანენტული საპროტესტო აქციები დაიწყება. ,,დღევანდელი დღე ნამდვილად შევა ისტორიაში, როგორც ოპოზიციურ ძალთა გაერთიანების დღე საერთო მიზნისთვის, საერთო იდეისთვის, რათა ჩვენი ქვეყანა გავიდეს თავისუფლების, დემოკრატიის და კეთიდღეობის დიდ გზაზე, რაც არ მოხდება, თუ დარჩება ივანიშვილის ძირმომპალი კორუმპირებული ოლიგარქიული ხელისუფლება, რომელიც ყველანაირი გზით ცდილობს ძალაუფლების შენარჩუნებას იმ დონეზეც კი, რომ თავიაანთი ნათქვამი სიტყვის უკან წაღება მოინდომა. მთელი მსოფლიოსთვის წინასწარ გაცხადებული პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კონცეფცია კინაღამ თავზე დაგვახიეს, მაგრამ ვფიქრობ, დღეს მიიღეს ცივი შხაპი საერთო ოპოზციური ფრონტის სახით და დარწმუნებული ვარ, რომ თუ ისინი არ მოეგებიან გონს, მოვლენათა განვითარებას ისეთ რევოლუციურ პერსპექტივას მიიღებენ, რომ ბოლივია და ვენესუელა ერთად მოენატრებათ, და ივანიშვილს მადუროს და მორალესის ბედს ინატრებს, რომელიც გუშინ დაამხეს და ცენტარულ საარჩევნო კომისიას თავმჯდომარე დაიჭირეს.“ _ განაცხადა შეხვედრის დაწყებამდე ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა.
| ბეჭდვა |