ახალი ამბები
ახალგაზრდა ლეიბორისტები საერთაშორისო ტრიბუნაზე

ლეიბორისტული პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელი - მიხეილ ქუმსიშვილი და პარტიის საერთაშორისო მდივანი - ბექა ნათელაშვილი 4-10 ნოემბერს იმყოფებოდნენ გერმანიის დედაქალაქ ბერლინში, სადაც მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისო ახალგაზრდული ორგანიზაციის - European Democracy Youth Network (EDYN) მიერ დაგეგმილ ახალგაზრდულ კონფერენციაში. აღნიშნულ ღონისძიებაში აგრეთვე მონაწილეობა მიიღეს ისეთმა ფიგურებმა, როგორიც არიან: USAID-ის ხელმძღვანელი მარკ გრინი, აშშ-ს პირველი ქალი სახელმწიფო მდივანი - მადლენ ოლბრაიტი, EDYN-ის იდეის ავტორი და სულისჩამდგმელი - ბროკ ბირმანი, IRI-ს და NDI-ს პრეზიდენტები - დანიელ ტვინინგი და დერეკ მიჩელი, ბერლინის მერი - მიხაელ მიულერი და რაც მთავარია, 50-მდე ახალგაზრდა ლიდერი ევროპის პოლიტიკური პარტიებიდან და სამოქალაქო სექტორიდან.

ლეიბორისტული პარტიის წარმომადგენლებმა კონფერენციის როგორც ფორმალურ, ასევე არაფორმალურ ნაწილში არაერთხელ აღნიშნეს საქართველოს ოკუპაციის საკითხი და ისაუბრეს ქვეყანაში არსებული პრობლემებისა და გამოწვევების მოგვარების გზებზე. მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო მეგობრებმა და პარტნიორებმა მკაფიოდ გამოთქვეს მათი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები

ლეიბორისტული პარტიის ლიდერი ოპოზიციონერ კოლეგებს ანტიოლიგარქიული
პაქტის გაფორმებას სთავაზობს.
04.08.2020

ლეიბორისტული პარტიის ლიდერი ოპოზიციონერ კოლეგებს ანტიოლიგარქიული პაქტის გაფორმებას სთავაზობს.

სააგენტოების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ
26 ივლისს, გაგრაში გამართულ მიტინგზე სომეხმა ნაციონალისტებმა
ქართველებს მოუწოდეს უარი თქვან აფხაზეთის მიწაზე, ლეიბორისტული
პარტიის ლუდერი გამოეხმაურა.
04.08.2020

სააგენტოების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ 26 ივლისს, გაგრაში გამართულ მიტინგზე სომეხმა ნაციონალისტებმა ქართველებს მოუწოდეს უარი თქვან აფხაზეთის მიწაზე, ლეიბორისტული პარტიის ლუდერი გამოეხმაურა.

,,მე მზად ვარ ავიღო პრემიერმინისტრის ფუნქცია, თუ ლეიბორისტული
პარტია გავა პირველ ადგილზე ოპოზიციაში. ამ შემთხვევაში მე მექნება
უფლება, თქვენგან მინიჭებული მანდატი, რომ ვუთხრა ჩემს კოლეგებს:
ვიღებ პასუხისმგებლობას ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანაზე! თუ ასე არ
იქნება, მომერიდება ამის თქმა“ _ განაცხადა შალვა ნათელაშვილმა
,,ღამის მთავარში.“
04.08.2020

,,მე მზად ვარ ავიღო პრემიერმინისტრის ფუნქცია, თუ ლეიბორისტული პარტია გავა პირველ ადგილზე ოპოზიციაში. ამ შემთხვევაში მე მექნება უფლება, თქვენგან მინიჭებული მანდატი, რომ ვუთხრა ჩემს კოლეგებს: ვიღებ პასუხისმგებლობას ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანაზე! თუ ასე არ იქნება, მომერიდება ამის თქმა“ _ განაცხადა შალვა ნათელაშვილმა ,,ღამის მთავარში.“

საფრანგეთის ყოფილმა პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზმა თავის წიგნში,
რომელიც ახლახანს გამოსცა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს სიტყვის
კაცი უწოდა.
04.08.2020

საფრანგეთის ყოფილმა პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზმა თავის წიგნში, რომელიც ახლახანს გამოსცა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს სიტყვის კაცი უწოდა.
ვიდეოები