ახალი ამბები
"პროტესტი იქნება კონსტიტუციური, იქნება ამავე დროს რადიკალური"
"პროტესტი იქნება კონსტიტუციური, იქნება ამავე დროს რადიკალური, ის გაიშლება მთელი საქართველოს მასშტაბით. ხელისუფლების ამ გადამგდებ, დამნაშავე პირებს უნდა შევუქმნათ აუტანელი გარემო. მათ ღირსება შეულახეს ქართველ ხალხს, მოატყუეს მთელი ქვეყანა, მათ შორის საერთაშორისო საზოგადოება. აქედან გამომდინარე, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რათა იძულების რეჟიმში ხელისუფლებამ აღასრულოს ქართველი ხალხის ნება და ეს ნება რომ იყოს ქვეყანაში დემოკრატია, დემოკრატიის მთავარი პრინციპები იყოს დაცული და ამავე დროს, ქართველი ხალხის ნება არის ის, რომ ივანიშვილი ჩამოსცილდეს ხელისუფლებას, ძალაუფლებას“ - გიორგი გუგავა
| ბეჭდვა |