ახალი ამბები
საპროტესტო აქციისას ახალგაზრდა ლეიბორისტები დააკავეს

პოლიციამ დააკავა ლეიბორისტული პარტიის ახალგაზრდული ფრთის წევრები ბექა ნათელაშვილი და ოთარი ბექაური.
ასევე დაკავებულია, დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" წევრები -- ბექა პეტრიაშვილი, ნიკა პეტრიაშვილი; "გამარჯვებული საქართველო"-ს წევრი -- უტა კემულარია და "ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობის” აქტივისტი -- თორნიკე ჯავახიშვილი.

ლეიბორისტული პარტია აპროტესტებს მომხდარს და მოუწოდებს ხელისუფლებას სასწრაფოდ გაათავისუფლონ დაკავებულები.
| ბეჭდვა |