ახალი ამბები
"ბიძინა ამით რამდენიმე კურდღელს იჭერს: ჯერ ერთი, ტროლ-ბოტების ფულს ზოგავს, მეორე - შიფრავს"

"ლეიბორისტული" პარტიის ანალიტიკური მდივანი, ნინო მეტრეველი, სოციალურ ქსელში, წერს:

"დიდ ეჭვებს შეუპყრია სოლოლაკის დირექტორი. თავის ნალოლიავებ პარტიაშიც პოტენციურ მოღალატეებს ეძებს. მისი საქმე რომ ცუდადაა, თავადაც კარგად იცის. არადა ამხელა ქონება მთელ საქართველოს მასშტაბით, რომ არ ეთმობა, რა გააკეთოს? მისგან აბდა-უბდა ვის გაუკვიდება, მაგრამ გუშინ სახეზეც ეხატა გაურკვევლობა.
აი, მთავარი სიახლე ამ ინტერევიუს შემდეგ იყო, (ჩვენი ინფორმაცია გამართლდა).

გრიგოლიჩი უკვე აღარავის ენდობა და ყველას გაშიფვრას ცდილობს. აქამდე ჰო ტროლები და ბოტების შემოსევა იყო ჩვენს სოციალურ ქსელებში, გუშინ სულ პარლამენტის და სხვადასხვა მუნიციპალიტეტის თანამშრომლები და საკრებულოს წევრების შტურმი გვქონდა, ერთი ბრძანების მიმცემი ატამანით - უშვერი გინებით და ფურთხებით....

ბიძინა ამით რამდენიმე კურდღელს იჭერს: ჯერ ერთი., ტროლ-ბოტების ფულს ზოგავს, მეორე - შიფრავს - აბა ვინმე ჰო არ აპირებთ წასვლასო და მესამე_ ამით უსპობს გვერდზე გახედვის საშუალებას.
აუცილებლად დავდებთ მათ სურათებს.
ძალიან შეშინებულია მილიარდელი. ისეთმა ხალხმა უგანა, პანიკაშია და ყველგან ღალატი ელანდება. არც თუ ტყუილად."

წყარო:  http://www.alia.ge
| ბეჭდვა |