ახალი ამბები
"განა, მხლოდ ლუკას სიცოცხლე შეიწირა ამ ამორალურმა, უსამართლო, რეპრესიულმა, მახინჯმა პოლიტიკურმა სისტემამ"

"განა, მხლოდ ლუკას სიცოცხლე შეიწირა ამ ამორალურმა, უსამართლო, რეპრესიულმა, მახინჯმა პოლიტიკურმა სისტემამ.
ყოველდღიურად, დაუნდობლად და მასობრივად ანადგურებს ჩვენს შვილებს საკონცენტრაციო ბანაკად ქცეულ ქვეყანაში კოლექტიურ მკვლელად ქცეული მმართველობა:
300 ბავშვი წლიურად შიმშილით იღუპება;
77 ათასი ბავშვი შიმშილობს;
100 ათასობით ბავშვი აზართული თამაშებით გაუბედურდა;
100 ათასობით ბავშვი მოწყვიტეს დედის კალთას, უცხოეთში გადახვეწეს ლუკმა-პურის საშოვნელად;
10 ათასობით ახალგაზრდას სწავლის უფლება წაერთვა უფულობის გამო;
თვალების დათხრა. დარბევა, დევნა, გასამართლება....
უპერსპექტივობა, უიმედობა, დეპრესია, უსასოობა და უმანკოს გულიდან ამოხეთქილი ფრაზა ნიშნად უბედურებად ქცეული დროებისა - "ამ ცხოვრების დედაც".
დიახ, ჩვენ უნდა დავანგრიოთ მკვლელად ქცეული სისტემა,
გადავარჩინოთ ჩვენი შვილები და ვუზრუნველყოთ ბედნიერი მომავალი და ავასოთ მათი სული, გონება და გული იდეით "სიცოცხლე მშვენიერია"."-გიოეგი გუგავა
| ბეჭდვა |