ახალი ამბები
შალვა ნათელაშვილი: ახლა თავზე ენგრევა რეჟიმი და გამწარებული ეძებს ახალ პატრონს ქველმოქმედის ნიღბით, არადა რამდენ ბავშვს ატირებული დაუტოვებია მისი „მაკდონალდსი“

თემურ ჭყონია სრული ნაძირალა. ახლა თავზე ენგრევა რეჟიმი და გამწარებული ეძებს ახალ პატრონს, თან ქველმოქმედის ნიღბით, - “ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი ბიზნესმენ თემურ ჭყონიას შესახებ განცხადებას ავრცელებს.
ნათელაშვილი ბიზნესმენს იმ თანხის დაბრუნებისკენ მოუწოდებს, რომელიც, მისი თქმით, ჭყონიამ 90-იან წლებში მიიტაცა.

“არადა რამდენ ბავშვს ატირებული დაუტოვებია მისი „მაკდონალდსი“, რამდენი ბავშვი ეს წლები, რაც ის აყაჩაღებდა ბიუჯეტს, შიმშილით მომკვდარა და თავი მოუკლავს და კიდევ ვინ მოთვლის რამდენი, რამდენი. არ გიშველის შე პარაზიტო კაპიკების გადმოყრა, იმ მილიონებს მოიტან ბიუჯეტში, რაც მომავალ თაობას შეაწერე,მ ერე ვილაპარაკოთ გულმოწყალებაზე, რისთვისაც უპირველესად გული უნდა გქონდეს.

P.S. დააბრუნე სასწრაფოდ ის ათეულობით მილიონი, რომელიც 90-იანებში ე.წ ცნობილი თურქული კრედიტიდან მიიტაცე, კოკას ჩამოსხმა დაიწყე, ხოლო სახელმწიფო ვალი ხალხს გადაახდევინე" , - აცხადებს ნათელაშვილი.

წყარო: http://guardian.ge
| ბეჭდვა |