ახალი ამბები
"ქუთაისი დედაქალაქის შემდეგ პოლიტიკური პროცესების ცენტრი გახდა"- ირაკლი კიკვაძე

"ქუთაისი დედაქალაქის შემდეგ პოლიტიკური პროცესების ცენტრი გახდა"- აცხადებს "ლეიბორისტული პარტიის" წარმომადგენელი ირაკლი კიკვაძე. მისი განცხადებით, განვლილი წელი პოლიტიკურად ცხელი და საპროტესტო აქციებით დატვირთული იყო, რაშიც აქტიურად იყვნენ ჩართული ქუთაისელი ახალაგაზრდები.

"2019 წელი საკმაოდ ცხელი წელიწადი იყო პოლიტიკურად, რომელიც გახდა საფუძველი ოლიგარქიული რეჟიმის ნგრევის, რაც სამართლებირვად გაფორმდება 2020 წელს. ქუთაისმა განვითარებულ მოვლენებში დიდი წვლილი შეიტანა, ერთის მხრივ 20 ივნისის მოვლენების შემდეგ ქუთაისი დედაქალაქის შემდეგ გახდა ცენტრი პროტესტის, ისევე როგორც წლის ბოლოს განვითარებული მოვლენების დროს, როცა ხელისუფლებამ ჩააგდო პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტი. ხაზგასასმელია ისიც, რომ ქუთაისელი ახალგაზრდა თაობა იყო წარმართველი ძალა ამ პროცესებისა. ეკონომიკურად და სოციალურად კვლავ დამძიმდა საერთო მდგომარეობა, ქალაქმა დაკარგა სტატუსი, რაც მცირე პოზიტივს მაინც იძლეოდა, ამას ემატება უსუსური თვითმმართველობის ინსტიტუტი და რა თქმა უნდა, როგორც მთელს ქვეყანაში, ქალაქშიც დგას კარდინალური ცვლილებების მოთხოვნილება, პირველ რიგში, ამ უსამართლო, მოძალადე მმართველობითი ფორმისა, რომელიც ემყარება ერთი პირის, ან ერთი კლანის გადაწყვეტილებებს, რომლის შედეგადაც ჩვენს ისევ გვაქვს პოლიტიკურად მიკერძოებული სამართალდამცავი უწყებები და უსამართლო სასამართლო. მჯერა, რომ პოლიტიკურად იოლად პროგნოზირებად ცხელ წელიწადს ქუთაისი გარდამტეხ სიტყვას იტყვის ამ ძალადობრივი მმართველობის დასრულებაში"-აცხადებს ირაკლი კიკვაძე.

წყარო: http://newpress.ge
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები

..
როდესაც, რამდენიმე წლის წინ ლეიბორისტულმა პარტიამ სკოლებში ბავშვთა
უფასო კვების საკითხი დააყენა, მთელ პოლიტიკურ სპექტრს
(პოზიციან-ოპოზიციანად) ეგოიმებოდათ სოციალურ საკითხების
პრიორიტეტულობა და
25.04.2024
..
როდესაც, რამდენიმე წლის წინ ლეიბორისტულმა პარტიამ სკოლებში ბავშვთა უფასო კვების საკითხი დააყენა, მთელ პოლიტიკურ სპექტრს (პოზიციან-ოპოზიციანად) ეგოიმებოდათ სოციალურ საკითხების პრიორიტეტულობა და "ზე-იდეებით" იყნენ შებყრობილი. ჰოდა დადგა უკვე სავალალო შედეგი, ქვეყანაში 300 ათასი ბავშვი შიმშილობს, რაც იმას ნიშნავს, რომ ნადგურდება ჩვენი მომავალი ფიზიკურად, მორალურად და ინტელექტუალურად.
სანამ, ქვეყანაში არ გაიმარჯვებს მემარცხენე- სოციალური სამართლიანობის იდეიის მატარებელი ძალა, არც სახელმწიფო შედგება და ფიზიკურადაც გადავშენდებით.


“პოზიცია-ოპოზიციამ პარლამენტში დადგა მორიგი იაფასიანი
სპექტაკლი-გამიშვი არ გაგიშვებ. მიზანი თავიანთი ცოდვილი სული როგორმე
მიათრიონ არჩევნებამდე და ასცდნენ ვადამდელი გზით პარლამენტიდან
მიბრძანების საფრთხეს. აქ ვაი ოპოზიციაქოც-ბიძინების სტრატეგია
მთლიანად ემთხვევა ერთმანეთს. რაღა კომისია უნდა მსოფლიოში აღიარებულ
ფაქტს კლანის ლიდერ მოსამართლეთა დასანქცირებაზე,რომელი კომისია
შეცვლის ამერიკის მთავრობის გადაწყვეტილებას? ან ვინმეს გონია,რომ თუ
მაინც შეიქმნა კომისია იქ ხელით სატარებელ ოპოზიციას ვინმე თავისას
გაატანიებს? მოკლედ მართლაც საშინელებაა,როცა პოლიტიკოსს ქვეყანაში
მხოლოდ თავის თავი უყვარს.” - შალვა ნათელაშვილი
25.04.2024
“პოზიცია-ოპოზიციამ პარლამენტში დადგა მორიგი იაფასიანი სპექტაკლი-გამიშვი არ გაგიშვებ. მიზანი თავიანთი ცოდვილი სული როგორმე მიათრიონ არჩევნებამდე და ასცდნენ ვადამდელი გზით პარლამენტიდან მიბრძანების საფრთხეს. აქ ვაი ოპოზიციაქოც-ბიძინების სტრატეგია მთლიანად ემთხვევა ერთმანეთს. რაღა კომისია უნდა მსოფლიოში აღიარებულ ფაქტს კლანის ლიდერ მოსამართლეთა დასანქცირებაზე,რომელი კომისია შეცვლის ამერიკის მთავრობის გადაწყვეტილებას? ან ვინმეს გონია,რომ თუ მაინც შეიქმნა კომისია იქ ხელით სატარებელ ოპოზიციას ვინმე თავისას გაატანიებს? მოკლედ მართლაც საშინელებაა,როცა პოლიტიკოსს ქვეყანაში მხოლოდ თავის თავი უყვარს.” - შალვა ნათელაშვილი
ვიდეოები

Warning: include(/home/labourge/public_html/libraries/goodweb/session.php): failed to open stream: No such file or directory in /home/labourge/public_html/libraries/loader.php on line 86

Warning: include(): Failed opening '/home/labourge/public_html/libraries/goodweb/session.php' for inclusion (include_path='.:/opt/alt/php56/usr/share/pear:/opt/alt/php56/usr/share/php') in /home/labourge/public_html/libraries/loader.php on line 86