ახალი ამბები
ლაშა ჩხარტიშვილი - არანაირ შავ სიას არ ვაწარმოებთ, ვაგროვებთ მტკიცებულებებს პოლიტიკური რეპრესიების განმახორციელებელ მოსამართლეებზე

ჩვენ არანაირ შავ სიას არ ვაწარმოებთ, ვაგროვებთ მტკიცებულებებს პოლიტიკური რეპრესიების განმახორციელებელ მოსამართლეებზე, პროკურორებსა და პოლიციელებზე, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ წევრმა, ლაშა ჩხარტიშვილმა განაცხადა.

როგორც ლაშა ჩხარტიშვილმა აღნიშნა, ეს იქნება მტკიცებულებების ბაზა და ამასთანავე კეთდება ე.წ. თეთრი სია, სადაც 250-ზე მეტი პირია დასახელებული, ვინც პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლი გახდა და ეს იყო უკანონო დაკავება.

„თითოეული ამ მასალის გამოქვეყნება მოხდება ეტაპობრივად. ძალიან დიდი აგრესიულობით გამოირჩევა რეჟიმი, რადგან ივანიშვილს არაფერი დარჩენია თუ არა ჩვენი მასობრივი დაკავებები, დევნა, მაგრამ ამას არ შეუშინდება არავინ. ეს მასალა გადავა დამოუკიდებელ სასამართლოში და პროკურატურაში, რომლისთვისაც აუცილებელია მრავალპარტიული მმართველობის შექმნა. ამ პროცესში მონაწილეობდა ასობით ადამიანი, თითოეულ მათგანს ჩადენილი აქვს სხვადასხვა სიმძიმის დანაშაული უბრალოდ, ჩვენ ხაზს ვუსვამთ და ეტაპობრივად გამოქვეყნდება განსაკუთრებულად გამორჩეულ პირებს, რომლებიც მრავალჯერ ჩადიოდნენ დანაშაულს განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდნენ და ამ სიის გამოქვეყნებას გავაგრძელებთ“, – განაცხადა ლაშა ჩხარტიშვილმა.

კითხვაზე, გოგა ხაინდრავა აპირებს ასევე შავი სიის შედგენას, ლაშა ჩხარტიშვილი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს გოგა ხაინდრავა თავად ეწეოდა მსგავს სამუშაოს.

„ხაინდრავა, რომელსაც უტიფრობის, ტყუილების, ბინძური პიარის დიდი გამოცდილება აქვს, სამწუხაროდ, შევახსენებდი ერთ რამეს, მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს ზუსტად მსგავს სამუშაოს ეწეოდა მრავალპარტიული კომისია, რისი მონაწილეც ვიყავი მეც, სადაც რეპრესიების აღნუსხვა ხდებოდა. ახლა ფირფიტის სხვანაირად შემოტრიალება გაცვეთილი პიარ პერსონა ხაინდრავას მიერ დარწმუნებული ვარ, საზოგადოებაზე არ გაჭრის. რაც შეეხება რეპრესიებს, მან საკუთარი ბნელ წარსულს მიხედოს, იგივე სამოქალაქო ომთან მიმართებაში და აფხაზეთის ომთან დაკავშირებით. ჩვენ არავისთან ანგარიშსწორებას არ ვაპირებთ“, – განაცხადა ლაშა ჩხარტიშვილმა.

წყარო: https://1tv.ge
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები

..
როდესაც, რამდენიმე წლის წინ ლეიბორისტულმა პარტიამ სკოლებში ბავშვთა
უფასო კვების საკითხი დააყენა, მთელ პოლიტიკურ სპექტრს
(პოზიციან-ოპოზიციანად) ეგოიმებოდათ სოციალურ საკითხების
პრიორიტეტულობა და
25.04.2024
..
როდესაც, რამდენიმე წლის წინ ლეიბორისტულმა პარტიამ სკოლებში ბავშვთა უფასო კვების საკითხი დააყენა, მთელ პოლიტიკურ სპექტრს (პოზიციან-ოპოზიციანად) ეგოიმებოდათ სოციალურ საკითხების პრიორიტეტულობა და "ზე-იდეებით" იყნენ შებყრობილი. ჰოდა დადგა უკვე სავალალო შედეგი, ქვეყანაში 300 ათასი ბავშვი შიმშილობს, რაც იმას ნიშნავს, რომ ნადგურდება ჩვენი მომავალი ფიზიკურად, მორალურად და ინტელექტუალურად.
სანამ, ქვეყანაში არ გაიმარჯვებს მემარცხენე- სოციალური სამართლიანობის იდეიის მატარებელი ძალა, არც სახელმწიფო შედგება და ფიზიკურადაც გადავშენდებით.


“პოზიცია-ოპოზიციამ პარლამენტში დადგა მორიგი იაფასიანი
სპექტაკლი-გამიშვი არ გაგიშვებ. მიზანი თავიანთი ცოდვილი სული როგორმე
მიათრიონ არჩევნებამდე და ასცდნენ ვადამდელი გზით პარლამენტიდან
მიბრძანების საფრთხეს. აქ ვაი ოპოზიციაქოც-ბიძინების სტრატეგია
მთლიანად ემთხვევა ერთმანეთს. რაღა კომისია უნდა მსოფლიოში აღიარებულ
ფაქტს კლანის ლიდერ მოსამართლეთა დასანქცირებაზე,რომელი კომისია
შეცვლის ამერიკის მთავრობის გადაწყვეტილებას? ან ვინმეს გონია,რომ თუ
მაინც შეიქმნა კომისია იქ ხელით სატარებელ ოპოზიციას ვინმე თავისას
გაატანიებს? მოკლედ მართლაც საშინელებაა,როცა პოლიტიკოსს ქვეყანაში
მხოლოდ თავის თავი უყვარს.” - შალვა ნათელაშვილი
25.04.2024
“პოზიცია-ოპოზიციამ პარლამენტში დადგა მორიგი იაფასიანი სპექტაკლი-გამიშვი არ გაგიშვებ. მიზანი თავიანთი ცოდვილი სული როგორმე მიათრიონ არჩევნებამდე და ასცდნენ ვადამდელი გზით პარლამენტიდან მიბრძანების საფრთხეს. აქ ვაი ოპოზიციაქოც-ბიძინების სტრატეგია მთლიანად ემთხვევა ერთმანეთს. რაღა კომისია უნდა მსოფლიოში აღიარებულ ფაქტს კლანის ლიდერ მოსამართლეთა დასანქცირებაზე,რომელი კომისია შეცვლის ამერიკის მთავრობის გადაწყვეტილებას? ან ვინმეს გონია,რომ თუ მაინც შეიქმნა კომისია იქ ხელით სატარებელ ოპოზიციას ვინმე თავისას გაატანიებს? მოკლედ მართლაც საშინელებაა,როცა პოლიტიკოსს ქვეყანაში მხოლოდ თავის თავი უყვარს.” - შალვა ნათელაშვილი
ვიდეოები

Warning: include(/home/labourge/public_html/libraries/goodweb/session.php): failed to open stream: No such file or directory in /home/labourge/public_html/libraries/loader.php on line 86

Warning: include(): Failed opening '/home/labourge/public_html/libraries/goodweb/session.php' for inclusion (include_path='.:/opt/alt/php56/usr/share/pear:/opt/alt/php56/usr/share/php') in /home/labourge/public_html/libraries/loader.php on line 86