ახალი ამბები
პუტინმა ახალგორში ოსვენციმი მოაწყო

ლეიბორისტები ოკუპირებულ ახალგორში არსებული ჰუმანიტარული პრობელემების გასაპროტესტებლად სოფ. ოძისთან ჩავიდნენ. შალვა ნათელაშვილმა მოუწოდა ევროკავშირს სასწრაფოდ გამოყონ კომისია და შეისწავლონ არსებული ჰუმანიტარული ვითარება, ხოლო სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციას _ აკრაძალონ საერთაშორის ფრენები ოკუპირებული ტერიტორიის საჰაერი სივრცეში, ახალგორის გზის გახსნამდე.
შალვა ნათელაშვილი:
_ მეხუთე თვეა პრეზიდენტმა პუტინმა მძევლად აიყვანა ეროვნული, ქართული ნიშნის მოსახლეობა ახალგორის რაიონსა და მთელი ქსნის ხეობის ზოლზე და სანამ ჩვენი ბედნიერი მთავრობა საახალწლო განცხრომაშია, ადამიანები იქ ფიზიკური გაგებით, იხოცებიან. უკვე ათია გარდაცვლილი, იმიტომ რომ ვერ მიიღეს სამედიცინო დახმარება. ონკო-პაციენტები დარჩენილები არიან ქიმიურ თერაპიული პროცედურების გარეშე, პენსიონერები ვერ იღებენ პენსიას, მოსახლეობას არ აქვს შეშა, არ არის პროდუქტები და ყველაფერ ამაზე ჩვენი ხელისუფლება ისე დუმს, თითქოს საქმე ეანტრაქტიდაზე, რაღაც სხვა სახეობათა პრობლემას ხეხბოდეს.
აქედან, რუსული სამხედრო ბაზის არეალიდან მოვუწოდებ ევროპის კავშირს, რომელსაც ხელშეკრულებებით ეკისრება პასუხისმგებლობლობა აქ შექმნილ ჰუმანიტარულ მდგომარეობაზე! სასაწრაფოდ გამოყავით კომისია სანამ ხალხი ფიზიკურად გაწყვეტილა და ადგილზე ჩამოსვლით შეისწავლით ვითარება აქ _ ოძისში, ცხინვალსა და მოსკოვში. მოვუწოდებ სამოქალქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციას მონრეალში! აკრძალეთ ფრენები ოკუპირებულ ტერიტორიაზე, სანამ არ გაიხსნება ახალგორის გზა დანარჩენ საქართველოსკენ.
და რა თქმა უნდა, მთაში და ქსნის ხეობაზეც ახალი წელი ყოველთვის ზეიმით აღინიშნებოდა ძველზე, დღევანდელ დღეს და მინდა ვუსურვი ჩემს ხალხს ახალგორში, ცხინვალის რეგიონში, ზნაურში, ოქონში, ჯავაში ძალიან მალე დამთავრებულიყოს ეს ოკუპაცია და მომავალ ახალ წელს ჩვენს შევხვერდროდეთ ერთად, გამთლიანებულ გაერთიანებულ საქართველოში და იმედი მაქვს ეს დღე მალე დადგებაა.
სწორედ დღეს განაცხადა ჩრდილო ოსეთის ერთ-ერთმა მინისტრმ,ა რომ ძალიან მალე დაინიშნება ვლადიკავკაზი _ თბილისის საჰაერო რეისი. მინდა ვუთხრა ჩვენს მეგობრებს ვლადიკავკაზში, ისე როგორც ბესლანში, ჩემო მეგობრებო, როდესაც დავინახავთ რომ თქვენ ადამიანურად იქცევით, თქვენს ოკუპანტებს პირდაპირ ეუბნებით სათქმელს, საქართველოს ტერიტორიაზე არ გიჭირავთ თვალი და ქართულ მიწაზე გავლას არ გვიშლით, მერე დაინიშნება ვკლადიკავაზი _ თბილისის ავიარესიც და მერე გაიხსნება ჩვენი ურთიერთობის გზებიც.
უმძიმესი ვითარებაა. ეს არის ჰუმანიტარული კატასტროფა და ამ ფონზე საქართველოს ხელისუფლებისგან სრული სიმშვიდეა. ერთი განცხადება არ გაუგზავნიათ გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის მოსაწვევად, ერთი საჩივარი არ შეუტანიათ გაეროს საერთაშორისო სასამართლოში, ჰააგის საერთაშორისო ტრიბუნალზე, ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოში. თუ ჰიტლერმა მოაწყო ოსვენციმში, ადამიანთა სახოცი საკონცენტრაციო ბანაკი და გაზის კამერებში წვავადა ადამიანებს, პუტინმა აქ მოაწყო ოსვენციმი. მეტი რა ასაფუძველი უნდა ჰქონდეს ამ ჩვენი ვაი-მთავრობას, რომ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას მიმართოს და მსოფლიო დააყენოს ფეხზე?!
სწორედ ამიტომ, რაც მალე მივიცილებთ ამ სამარცხვინო რეჟიმს, მით მალე დავიწყებთ დეოკუპაციას და ამლე დავბრუნდებით იქ, რაც ჩვენია. ეს უნდა იცოდეს მთელმა მსოფლიომ და იცოდნენ პირველ რიგში კრემლში, რომელმაც ეს საკონცენტრაციო ბანაკი მოაწყო. საკონცენტარციო ბანაკის მომწყობებს ყოველთვის ნიურნბერგის ტრიბუნალი ელოდებათ.
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები

..
როდესაც, რამდენიმე წლის წინ ლეიბორისტულმა პარტიამ სკოლებში ბავშვთა
უფასო კვების საკითხი დააყენა, მთელ პოლიტიკურ სპექტრს
(პოზიციან-ოპოზიციანად) ეგოიმებოდათ სოციალურ საკითხების
პრიორიტეტულობა და
25.04.2024
..
როდესაც, რამდენიმე წლის წინ ლეიბორისტულმა პარტიამ სკოლებში ბავშვთა უფასო კვების საკითხი დააყენა, მთელ პოლიტიკურ სპექტრს (პოზიციან-ოპოზიციანად) ეგოიმებოდათ სოციალურ საკითხების პრიორიტეტულობა და "ზე-იდეებით" იყნენ შებყრობილი. ჰოდა დადგა უკვე სავალალო შედეგი, ქვეყანაში 300 ათასი ბავშვი შიმშილობს, რაც იმას ნიშნავს, რომ ნადგურდება ჩვენი მომავალი ფიზიკურად, მორალურად და ინტელექტუალურად.
სანამ, ქვეყანაში არ გაიმარჯვებს მემარცხენე- სოციალური სამართლიანობის იდეიის მატარებელი ძალა, არც სახელმწიფო შედგება და ფიზიკურადაც გადავშენდებით.


“პოზიცია-ოპოზიციამ პარლამენტში დადგა მორიგი იაფასიანი
სპექტაკლი-გამიშვი არ გაგიშვებ. მიზანი თავიანთი ცოდვილი სული როგორმე
მიათრიონ არჩევნებამდე და ასცდნენ ვადამდელი გზით პარლამენტიდან
მიბრძანების საფრთხეს. აქ ვაი ოპოზიციაქოც-ბიძინების სტრატეგია
მთლიანად ემთხვევა ერთმანეთს. რაღა კომისია უნდა მსოფლიოში აღიარებულ
ფაქტს კლანის ლიდერ მოსამართლეთა დასანქცირებაზე,რომელი კომისია
შეცვლის ამერიკის მთავრობის გადაწყვეტილებას? ან ვინმეს გონია,რომ თუ
მაინც შეიქმნა კომისია იქ ხელით სატარებელ ოპოზიციას ვინმე თავისას
გაატანიებს? მოკლედ მართლაც საშინელებაა,როცა პოლიტიკოსს ქვეყანაში
მხოლოდ თავის თავი უყვარს.” - შალვა ნათელაშვილი
25.04.2024
“პოზიცია-ოპოზიციამ პარლამენტში დადგა მორიგი იაფასიანი სპექტაკლი-გამიშვი არ გაგიშვებ. მიზანი თავიანთი ცოდვილი სული როგორმე მიათრიონ არჩევნებამდე და ასცდნენ ვადამდელი გზით პარლამენტიდან მიბრძანების საფრთხეს. აქ ვაი ოპოზიციაქოც-ბიძინების სტრატეგია მთლიანად ემთხვევა ერთმანეთს. რაღა კომისია უნდა მსოფლიოში აღიარებულ ფაქტს კლანის ლიდერ მოსამართლეთა დასანქცირებაზე,რომელი კომისია შეცვლის ამერიკის მთავრობის გადაწყვეტილებას? ან ვინმეს გონია,რომ თუ მაინც შეიქმნა კომისია იქ ხელით სატარებელ ოპოზიციას ვინმე თავისას გაატანიებს? მოკლედ მართლაც საშინელებაა,როცა პოლიტიკოსს ქვეყანაში მხოლოდ თავის თავი უყვარს.” - შალვა ნათელაშვილი
ვიდეოები

Warning: include(/home/labourge/public_html/libraries/goodweb/session.php): failed to open stream: No such file or directory in /home/labourge/public_html/libraries/loader.php on line 86

Warning: include(): Failed opening '/home/labourge/public_html/libraries/goodweb/session.php' for inclusion (include_path='.:/opt/alt/php56/usr/share/pear:/opt/alt/php56/usr/share/php') in /home/labourge/public_html/libraries/loader.php on line 86