ახალი ამბები
,,ენდიაის“ კვლევამ აჩვენა, რომ საქართველოში კოალიციური მართვის ეტაპი დგება

შალვა ნათელაშვილი ,,ენდიაის“ კვლევის შედეგებს სპეციალური ბრიფინგით გამოეხმაურა

შალვა ნათელაშვილი:
_ ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ დღეს დილით გამოქვეყნებული მონაცემები ძირითადათ, სწორად ასახავს ჩვენს ქვეყანაში შექმნილ უმძიმეს საზოგადოებრივ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ კრიზისს.
აღნიშნული გამოკველვებიდან შეიძლება ერთადერთი დასკვნა გავაკეთოთ: ივანიშვილისა და მისი რეჟიმისთვის დადგა უკანასკნელი პოლიტიკური ახალი წელიწადი, იწყება მათი გედის სიმღერა, რაც გარდაუვლად, რამდენიმე თვეში დამთავრდება მათი ხელისუფლებიდან წასვლთ და ყოველგავრი მცდელობა, მანიპულაციებით, ძალადობით, რეპრესიებით , ყალბი გამოკითხვებით, ფულით, საერთაშორისო ლობიზმით გააჩერონ ეს პროცესი, უაზრობას წარმოადგენს და ჩასაფუშადაა განწირული.
ამიტომ დაიწყონ გუდა-ნაბადი მოგროვება და გაემზდონ პასუხისმგებლობისთვის. საქართველოს პოლიტიკური ძალები უნდა გავემზადოთ პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღებისთვის, ქვეყნის გადარჩენაზე. დგება საქართველოს კოალიციური მართვის ეტაპი. ეს არის ჟამი, როდესაც განუზომლად იზრდება თვითეული პოლიტიკოსის და პოლიტიკური პარტიის პასუხისმგებლობა ხალხის, ქვეყნის, დღევანდელობის და მომავლის წინაშე და ჩვენ ამისთვის ღირსეულად უნდა მოვემზადოთ.
მთლიანობაში, კვლევებმა აჩვენა სავალალო ვითარება, რაც ჩამოყალიბდა ოლიგარქიული მმართველობით ჩვენს ქვეყანაში, ნათლად მიუთითა, რომ სახელმწიფო შესყიდულია, რომ ხელისუფლების ყველა შტო ჩამოშლილია, რომ არანაირი რეიტინგი, მხარდაჭერა არსებულ რეჟიმს ხალხში არ დარჩა, რომ არანაირი დემოკრატია ჩვენს ქვეყანაში არ არსებობს; რომ არანაირი ავტორიტეტი მთავრობას, სასამართლო ხელსიუფლებას, პარლამენტს არ გააჩნია. სამწუხაროდ მასში მოყვა საპატრიარქოც, ობიექტური მიზეზების გამო.
ეს შედეგები არის არა გამოკითხულთა ან ,,ენდიაის“ ბრალი, არამედ ამ ხელისუფლების პოლიტიკის შედეგი, რომელმაც ქვეყანა ამ პოლიტიკურ ქაოსამდე მიიყვანა. ეს არის კარგი ჭკუის სასწავლებელი დღევანდელი და მომავალი პოლიტიკოსებისთვის იმის თაობაზე, თუ როგორი არ უნდა იყოს პოლიტიკა და როგორი არ უნდა იყოს პოლიტიკოსი.
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
01.06.2020

"მოვითხოვთ, მშიერი ხალხის ფულით მდიდრების ახალი ბინების შეძენა კორუფციული გეგმის ნაცვლად, მთავრობამ უსახლკაროთა სოციალური საცხოვრისის მშენებლობა და ყველა მოქალაქისთვის საარსებო მინიმუმის ტოლფასი, ყოველთვიური კომპენსაციის გაცემა მაინც დააფინანსოს !" - ლაშა ჩხარტიშვილი
01.06.2020

"ფოთს ნოტარიუსი არ ყავს"_ მამუკა ხორავა. საკრებულოს წევრი ლეიბორისტული პარტიიდან
01.06.2020

"ფოთს ნოტარიუსი არ ყავს"_ მამუკა ხორავა. საკრებულოს წევრი ლეიბორისტული პარტიიდან

ივანიშვილმა გურიასაც შეუტია ჰესებით!
ბახვი, ზოტი, ბახმარო.. !
ვემზადებით თბილისსა და ყველა კუთხეში, ხალხის მხარდამხარ
ბრძოლისათვის.. მდინარეების დამარხვისა და ქვეყნის დატბორვის
წინააღმდეგ!
01.06.2020

ივანიშვილმა გურიასაც შეუტია ჰესებით!
ბახვი, ზოტი, ბახმარო.. !
ვემზადებით თბილისსა და ყველა კუთხეში, ხალხის მხარდამხარ ბრძოლისათვის.. მდინარეების დამარხვისა და ქვეყნის დატბორვის წინააღმდეგ!
ვიდეოები