ახალი ამბები
ნათელაშვილი ოპოზიციას: ოღონდ პროპორციულ არჩევნებს მივაღწიოთ და გარწმუნებთ, თითოეულ თქვენგანს დავუდასტურებთ საავტორო უფლებას

შალვა ნათელაშვილი, ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე:

_ ძვირფასო მეგობრებო და კოლეგებო ოპოზიციური პარტიებიდან – ახლა, როდესაც ჩვენმა ერთიანობამ წელში გადატეხა მმართველი ოლიგარქიული რეჟიმი, მოახდინა მისი საერთაშორისო იზოლაცია,

როდესაც ივანიშვილი დარჩენილ თვეებს სოლოლაკიდან თითებზე ითვლის, სრულიად არასაჭირო და მცდარია პოლემიკა იმის თაობაზე თუ ვისი დამსახურებაა ინიციატივა პროპორციულ არჩევნებზე. ეს მინიმუმ ჰგავს მოუკლავი დათვის ტყავის გაყოფასთან დაკავშირებულ ხალხურ სიბრძნეს, ხოლო მაქსიმუმ ხელისუფლებას აძლევს ყალბ იმედებს თვითგადარჩენაზე.

დამერწმუნეთ, როდესაც 2003 წელს ჩვენ პირველად დავაყენეთ ეს საკითხი ბრიუსელსა თუ ვაშინგტონში, ხოლო მას შემდეგ ათეულობით ტომი დასაბუთება გავუგზავნეთ, არავის სჯეროდა, რომ ეს იდეა გახდებოდა საყოველთაო. ოღონდ ამას მივაღწიოთ და გარწმუნებთ თითოეულ თქვენგანს, დავუდასტურებთ საავტორო უფლებას და საერთოდ არ ვახსენებთ ჩვენს რაიმე წვლილს. ბოლოს და ბოლოს იდეა, განსაკუთრებით პოლიტიკაში ხომ იმისათვის იბადება, რომ შედეგი დააყენოს, მასობრივი გახდეს, დაკანონდეს და არა უჩემოდ ვინ იმღერეთას ბედს ეზიაროს. ასევე სწორად გავუგოთ ერთმანეთსაც – ისტორიულად ყველა პარტია ცდილობს თავის განსაკუთრებულ როლს გაუსვას ხაზი ისტორიულ პროცესებში და ნურც ამაზე განვიკითხავთ ერთმანეთს.

წყარო: https://euronews.ge

 

FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები

..
როდესაც, რამდენიმე წლის წინ ლეიბორისტულმა პარტიამ სკოლებში ბავშვთა
უფასო კვების საკითხი დააყენა, მთელ პოლიტიკურ სპექტრს
(პოზიციან-ოპოზიციანად) ეგოიმებოდათ სოციალურ საკითხების
პრიორიტეტულობა და
25.04.2024
..
როდესაც, რამდენიმე წლის წინ ლეიბორისტულმა პარტიამ სკოლებში ბავშვთა უფასო კვების საკითხი დააყენა, მთელ პოლიტიკურ სპექტრს (პოზიციან-ოპოზიციანად) ეგოიმებოდათ სოციალურ საკითხების პრიორიტეტულობა და "ზე-იდეებით" იყნენ შებყრობილი. ჰოდა დადგა უკვე სავალალო შედეგი, ქვეყანაში 300 ათასი ბავშვი შიმშილობს, რაც იმას ნიშნავს, რომ ნადგურდება ჩვენი მომავალი ფიზიკურად, მორალურად და ინტელექტუალურად.
სანამ, ქვეყანაში არ გაიმარჯვებს მემარცხენე- სოციალური სამართლიანობის იდეიის მატარებელი ძალა, არც სახელმწიფო შედგება და ფიზიკურადაც გადავშენდებით.


“პოზიცია-ოპოზიციამ პარლამენტში დადგა მორიგი იაფასიანი
სპექტაკლი-გამიშვი არ გაგიშვებ. მიზანი თავიანთი ცოდვილი სული როგორმე
მიათრიონ არჩევნებამდე და ასცდნენ ვადამდელი გზით პარლამენტიდან
მიბრძანების საფრთხეს. აქ ვაი ოპოზიციაქოც-ბიძინების სტრატეგია
მთლიანად ემთხვევა ერთმანეთს. რაღა კომისია უნდა მსოფლიოში აღიარებულ
ფაქტს კლანის ლიდერ მოსამართლეთა დასანქცირებაზე,რომელი კომისია
შეცვლის ამერიკის მთავრობის გადაწყვეტილებას? ან ვინმეს გონია,რომ თუ
მაინც შეიქმნა კომისია იქ ხელით სატარებელ ოპოზიციას ვინმე თავისას
გაატანიებს? მოკლედ მართლაც საშინელებაა,როცა პოლიტიკოსს ქვეყანაში
მხოლოდ თავის თავი უყვარს.” - შალვა ნათელაშვილი
25.04.2024
“პოზიცია-ოპოზიციამ პარლამენტში დადგა მორიგი იაფასიანი სპექტაკლი-გამიშვი არ გაგიშვებ. მიზანი თავიანთი ცოდვილი სული როგორმე მიათრიონ არჩევნებამდე და ასცდნენ ვადამდელი გზით პარლამენტიდან მიბრძანების საფრთხეს. აქ ვაი ოპოზიციაქოც-ბიძინების სტრატეგია მთლიანად ემთხვევა ერთმანეთს. რაღა კომისია უნდა მსოფლიოში აღიარებულ ფაქტს კლანის ლიდერ მოსამართლეთა დასანქცირებაზე,რომელი კომისია შეცვლის ამერიკის მთავრობის გადაწყვეტილებას? ან ვინმეს გონია,რომ თუ მაინც შეიქმნა კომისია იქ ხელით სატარებელ ოპოზიციას ვინმე თავისას გაატანიებს? მოკლედ მართლაც საშინელებაა,როცა პოლიტიკოსს ქვეყანაში მხოლოდ თავის თავი უყვარს.” - შალვა ნათელაშვილი
ვიდეოები

Warning: include(/home/labourge/public_html/libraries/goodweb/session.php): failed to open stream: No such file or directory in /home/labourge/public_html/libraries/loader.php on line 86

Warning: include(): Failed opening '/home/labourge/public_html/libraries/goodweb/session.php' for inclusion (include_path='.:/opt/alt/php56/usr/share/pear:/opt/alt/php56/usr/share/php') in /home/labourge/public_html/libraries/loader.php on line 86