ახალი ამბები
სასწრაფოდ აკრძალეთ მიმოსვლა ჩინეთთან და შეაჩერეთ ტვირთები!

ამ მოთხოვნით მიმართა დღეს ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა ხელისუფლებას.
შალვა ნათელაშვილი:

_ მსოფლიოს უტევს კობრის ჩინური ქვესახეობიდან წარმოშობილი ახალი კორონა ვირუსი, რომელიც უზარმაზარი საფრთხეა კონტინენტის ცენტრში მდებარე საქართველოსთვის. ამის მიუხედავად ჩვენი ხელისუფლება აქაც აგრძელებს დანაშაულებრივ უპასუხისმგებლობას და ქვეყანა მთლიანად გახსნილია ამ მომაკვდინებელი სენისთვის.
მთავრობის გასაგონად! სასწრაფოდ აკრძალეთ მიმოსვლა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან! შეაჩერეთ ყოველგვარი ტვირთები, მათ შორის ფოსტა! განსაკუთრებული კონტროლი დააწესეთ ჩინელთა კომპაქტურად ჩასახლების ადგილებში, კონკრეტულად ქუთაისში, თბილისსა და ხარაგაულში, სადაც ბოლო დროს ჩინური ქალაქები აშენდა.
მდგომარეობა ძალიან მძიმეა და თითქოს ბედის უკუღმართობით ასი წლის უკან ,,ისპანკა“ ცნობილი გრიპი, რომელმაც მრავალი ათეული მილიონი ადამიანი შეიწირა, განმეორდა, ამჯერად უკვე ჩინეთიდან. იმედია მედიკოსები მალე იპოვნიან ამ ახალი ვირუსის თავიდან აცილების და მკურნალობის საშუალებას, მაგრამ დღესდღეობით მდგომარეობა სავალალოა და მისთვის საქართველოს კარი გახსნილია _ საჰაეროც და სახმელეთოც.
თბილისი აეროპორტში მედიკოსთა ბრიგადა დასვეს საერთო დაბრაზში, სადაც უამრავი ხალხი ტრიალებს. არ აქვთ სპეცტანსაცმელი, არ არის ნიღბები და გამოდის რომ, თუ ვირუსით დაავადებული მგზავრი შემოვა, შეხვდება მესაზღვრეს, მებაჟეს და ყველას რომ გადასდებს, შემდეგ მოხვდება ექიმებთან, რომლლბიც არიას ასევე სრულიად სრულიად დაუცველნი და უზარმაზარი რისკის ქვეშ არიან. საქართველოში არ არსებობს ავადმყოფებისთვის წინასწარ ამომზადებული ამბულატორიები და კლინიკები.
ვიმეორებ, თავისუფალია ყოველგვარი მიმოსვლა და ტვირთების ბრუნვა ჩინეთის სახლხო რესპუბლიკასთან. ამ დროს მეზობელმა სომხეთმა იმ პროდუქციის შემოტანაც კი შეაჩერა, სადაც ჩინური კომპონეტებია გამოყენებული. ეტყობა ბიძინა ივანიშვილს უნდა კორონა ვირუსით მოსპოს ხალხი და გაასუფთაოს ტერიტორია იმისათვის, რომ მერე კარგად მიყიდოს მის კომპანიებთან კონტრაქტზე მყოფ ირანულ- არაბულ კომპანიებს მიწები და სახლები. რა თქმა უნდა, ეს არცთუ სერიოზულად, მაგრამ არც სერიოზულობის გარეშე. აბა რა დასკვნა შეიძლება გააკეთოს ადამიანმა როცა ყველა ქვეყანაში მგზავრებს თვითმფრინავში, გადმოსვლამდე ამოწმებენ, აქ კი ქალაქის ცენტრში გახსნეს შესამოწმებელი პუნქტი და პირველ რიგში ექიმები გაწირეს.
| ბეჭდვა |  E-mail
FaceBook Twitter Google
ვიდეოები

Warning: include(/home/labour/public_html/libraries/goodweb/session.php) [function.include]: failed to open stream: No such file or directory in /home/labour/public_html/libraries/loader.php on line 80

Warning: include(/home/labour/public_html/libraries/goodweb/session.php) [function.include]: failed to open stream: No such file or directory in /home/labour/public_html/libraries/loader.php on line 80

Warning: include() [function.include]: Failed opening '/home/labour/public_html/libraries/goodweb/session.php' for inclusion (include_path='.:/opt/alt/php53/usr/share/pear:/opt/alt/php53/usr/share/php') in /home/labour/public_html/libraries/loader.php on line 80