ახალი ამბები
ვეკითხები პირადად ივანიშვილს

,,ვეკითხები პირადად ივანიშვილს, რადგან მხოლოდ ისაა მხოლოდ ამ ქვეყნის გენ. პროკურორიც და შსს მინისტრიც!

აი ეს, ამჟამად შენი კუდ-ზონდერი, წარსულში ასლან აბაშიძის საბაჟოს უფროსი სარფზე, სადაც მარტო ნარკოტიკებით მილიონები ირეცხებოდა, არის, თუ არა დასაჭერი ამ დანაშაულებრივი განცხადებისთვის?! ოპოზიციას რომ წამოცდენოდა მსგავსი რას უზავდნენ?! აღნიშნულ სტატუსს ვაგზავნი ამერიკის შეერთებული შტატების ელჩთან და დიპლომატიური კორპუსის ყველა ხელმძღვანელთან!“ _ ასე გამოეხმაურა ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატ მერაბ ბლადაძის განცახდებას: ,, დედის საფლავს გეფიცები, „სირცხვილის კორიდორი”, არც გაბედოთ, თორემ თავებს დაგიტეხთ თუნდაც მანდატის დატოვება მომიწიოს. არ ვცხოვრობ ისე, რომ ეგ მაკადროთ!!! მომავალ შეხვედრამდე და უნამუსოები ხართ”.
| ბეჭდვა |