ახალი ამბები
“ჩვენ რომ ნაცებს ვებრძოდით მიშასთან იდგა თქვენი ივანიშვილი, თალაკვაძე, კალაძე, სალომე ზურაბიშვილი”

“ლეიბოლისტური” პარტიის ანალიტიკური მდივანი, ნინო მეტრეველი, სოციალურ ქსელში, წერს:

“კაცო, როცა ჩვენ სააკაშვილს და ნაცებს ვებრძოლით უგულავასთან, ბოკერიასთან და მიშასთან იდგა თქვენი მარჩენალი ივანიშვილი, რომელიც მაშინ ნაცების დამფინანსებელი და მთავარი მრჩეველი იყო, თალაკვაძე_ სანდრა რულოვსის თანაშემწე, კალაძე_ მიშას მთავარი მაქებარი, სალომე ზურაბიშვილი_ მიშას საგარეო საქმეთა მინისტრი, დანარჩენებიც ან მიშას ლოცვაში იყვნენ ან ,,ქართუ” -დან ამაგრებდნენ, ან ბუჩქებში იყავით დამალულები, შიშისგან და ახლა შალვა ნათელაშვილს რომ უტევთ მაგათთან როგორ ხართო, არ გეუხერხულებათ?!


მაინც არ გაიგებთ ( ვერც) მაგრამ კიდევ ვიტყვი: ერთ მხარესაა მთელი ოპოზიცია და მეორე მხარეს ივანიშვილი, თავისი ოლიგარქიული რეჟიმით და თუ ამ დროს ოპოზიციიდან ვინმე ივანიშვილის წისქვილზე ასხვას წყალს, იგივე მესიჯებით, ნუღარ ექნება ოპოზიციონერობაზე ამბიცია! მაგას ჯიბის ოპოზცია ქვია, ჩემო კარგებო!


შალვა ნათელაშვილის ძაგების მეტი რომ არაფერი გაუკეთებიათ ეს დღეები ტროლ-ბოტ-დაჰონორარებულებს და მკვდრეთიდან ძალით გაცოცხლებულებს, ეს ჩვენთვის იმის ნიშანია, რომ სასწორი ოპოზიციის მხარესაა, მაინც ამოვთხრით ძირ-ფესვიანად ოლიგარქიულ მტაცებელ რეჟიმს და ამისთვის ყველაზე დიდი ნიჩაფი, როგორც შალვა ნათელაშვილმა განაცხადა, ჩვენ გვაქვს გამზადებული!


პ.ს. ესეც კარგად იცით, მაგრამ მაინც დავძენ: ურთიერთგარჩევები, დაპირისპირებები და წარსულის გახსენებები ოპოზიციურმა პარტიებმა დროებით გადავდეთ. მაგის დრო მერე მოვა, სამართლიან საარჩევნო გარემოს რომ მივაღწევთ და ჩვენს შორის მერე გააკეთოს ხალხმა არჩევანი.”

წყარო: https://www.alia.ge
| ბეჭდვა |