ახალი ამბები
ზუგდიდში, დადიანების ეზოში ხეები წებო-ცემენტით ამოავსეს

ზუგდიდში, დადიანების ეზოში ხეები წებო-ცემენტით ამოავსეს.
ამის შესახებ ლეიბორისტული პარტიის ზუგდიდის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ცირა ჭეჟია იტყობინება.

_ დაჯდებიან და დაიწყებენ თვლას_ ხელისუფლებამ ის ქნა, ეს ქნა. აი ბოტანიკური ბაღი, აი ხე გადარგო, ბაღს დაამსგავსა ბუჩქი, ბუჩქსო და ჩამოგითვლიან ენა ჭარტალები იმდენ რამეს, რომ წამით იფიქრებ, ნეტა მართლა რას ვერჩიო ამ ივანია შობელძაღლსო
თუ გააკეთე და შენს მეტს არავის დაუნახია, შენი გაკეთებული რა ჯანდაბად გინდა, რომ ქაქანებ, ან კიდევ თუ გააკეთე და დავინახეთ შენი ვითომგაკეთებული ჩვენც კი ვიტყვით სათქმელს შენ, რომ არ დაგღალოთ, არ გაგდორბლოთ, ყბა რომ არ ჩამოგიქციოთ ტყუილად, რომ არ გაყეფოთ.
ვხედავთ ბატონო და გვესმის ყველფერი. თუნდაც, აი მაგალითისთვის კმარა ესეც რომ რომ ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაცისთვის 9,994,513.00 ლარი დაიხარჯა. ეს ტენდერი კომპანია ,, ჯავა,, და შპს ,,გზები კეთილმოწყობის” კომპანიამ მოიგო. ერთობლივიდ შეუდგნენ საქმეს თუმცაღა გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, თუ როგორ. დიდი ხნის და დიდი ძლისხმევის შედეგად, როგორც თვითონ თქვეს და ფაქტიც სახეზეა. დაასუფთავეს 26 ჰექტარი.
ეს ბაღი როგორც ვიცით 1840 წელს ეკტერინე ჭავჭავაძემ იტალიელი ჟოზეფ ბაბინს დააპროექტებინა. მაგრამ ეს რომ ენახა საწყალი ბაბინს რაც დღეს არის გაკეთებული საფლავში ამოტრიალდებოდა საცოდავი. ავხსნი და ფოტოსაც დავურთავ.  აქ არის ისტორიული ხეები რომლის ჭრილები ამოვსებული ჩვეულებრივი წებო-ცემენტით, რაც მიუღებელია. ამას გაუნათლებელი უსწავლელი ხეპრეც კი არ გააკეთებს .ეს შეგნებულად არის გაკეთებული და მიზნობრივად გათვლილი ხეების უმრავლესობა ხელოვნურად არის დაზიანებული. უნდა მოთხოვოთ სასწრაფოდ მიექცეს ყურადღებაამ უმსგავსობას! სასწრაფოდაა ზომები მისაღები!
| ბეჭდვა |